• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს უკვე ბოდვაა!.. არსებობს ისეთი ბრიყვი, რომელიც ამ სისულელეს დაიჯერებს?!“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:48 06-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
859

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მას მიიღებენ. 24 ივნისს გადაწყდება საბოლოოდ  ყველაფერი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რამე შეიცვალოს. როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს?

– ხელისუფლების მხრიდან პასიურობა კი არა, პირდაპირ საბოტაჟი იყო ამ პროცესის მიმართ. მილიონი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის ჩინოვნიკებს, უკრაინას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უკრაინა ეს არ არის დღეს მარტივი თემა. მსოფლიო პოლიტიკის ტრენდს განსაზღვრავს უკრაინა და ეს ძალიან კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან იყო პირდაპირი საბოტაჟი, რაც ხდებოდა საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

– ევროკომისიამ მოგვცა გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ და თუ შევასრულებთ, კვლავ განიხილავენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ეგ გეგმა ევროლიბერალიზაცია რომ მოგვცეს, მაშინ გამოატანეს ჩვენს ხელისუფლებას, 2015 წლის მიწურულს. 7 წელია იმ გეგმის ერთი პუნქტი არ შეუსრულებიათ და წლის ბოლომდე როგორ შეასრულებენ?

– არ არსებობს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და არაფერს ასრულებენ. ვიდრე ევროლიბერალიზაციას მოგვცემდნენ, მანამდეც არსებობდა ეს გეგმა, ეს მოთხოვნები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ერთ პაკეტში რომ განიხილავდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად, იმ დროიდან არსებობს ეს მოთხოვნები. დღეს ეს ბევრს აღარ ახსოვს. 10 წელზე მეტია გასული თუ შეცვალეს ამ გეგმიდან რაიმე, მხოლოდ უარესობისკენ. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე გაეკეთებინათ, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სხვა და სხვა სფეროში რეფორმები გაეტარებინათ, ქვეყანა ქვეყნისთვის დაემსგავსებინათ, პირიქით, ყველა ამ მიმართულებით დეგრადაცია გვაქვს, რის შესრულებასაც გვთხოვენ. ვერაფერს იზამ, რადგან ვიმეორებ, არ აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პირობები შეასრულოს. ხან ქვეყნის შიგნიდან, ხან ქვეყნის გარედან და ხან ორივე ერთად ანჯღრევდნენ, რომ ეს პირობები შეესრულებინათ, მაგრამ მაინც არაფერი გააკეთეს, არაფერი შეცვალეს. რაღა დარჩა?  6 თვეა ახალ წლამდე და იმის ილუზიაც კი არ მაქვს, რომ ამ მოკლე დროში რაღაცას გააკეთებენ. არანაირი საფუძველი ამისი არ არსებობს!

–  ძველთან შედარებით, ევროკომისიის მოთხოვნებში მოთხოვნაა დამატებული. უფრო კონკრეტულად, ჩამატებულია ძველ პუნქტებში: «მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს…“  ჩანაწერი ნიკა გვარამიას დაჭერის მერე გაჩნდა და ასევე, მოითხოვენ 5 ივნისის მომხდარი „ძალადობის დამნაშავეებისა და წამქეზებელთა სასამართლოს უფრო ეფექტურად წარდგენით“. ეს ორივე ფაქტი ახალი მომხდარია და იმიტომ მოხვდა დასკვნაში, თორემ დანარჩენი ყველაფერი ძველია.

– კი, ბატონო, მეც ამას ვამბობ, ყველაფერი ძველია. თუმცა, ამ ორი ფაქტის გამო, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ვიდრე ადრე იყო. ხელისუფლება მიდის იმის საწინააღმდეგოდ, საითკენაც უნდა იაროს და ილუზია იმისა, რომ ახლა შემოტრიალდებიან და სხვა, სწორი მიმართულებით წავლენ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს.

– ჩვენც ვიცით და ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმაც იციან, რომ 6 თვეში ესენი არაფრის შემცვლელები არ არიან და ევროკომისიამ ეს შესასრულებელი გეგმა რატომღა მოგვცა?

– კი, იციან, რომ ესენი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ არც 6 თვეში და არც 6 წელიწადში, თუ დარჩნენ ხელისუფლებაში. ერთი მომენტია. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში ეს ჩანდა. ისინი აპელირებენ ქართველ ხალხზე. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების ხელშიო.

– ბატონო გია, ხელისუფლება გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რატომღა აბოლებს ხალხს რომ ახლა თურმე ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვცა და ეს რაღაც ახალი და წინგადადგმული ნაბიჯია?

– ეს უკვე ბოდვაა და ბოდვაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? საქართველოში თუ კიდევ არის ისეთი ბრიყვი, რომელიც ამ სისულელეს დაიჯერებს, მაშინ კიდევ  უფრო ცუდად გვქონია საქმე.

 

 

თეგები: გია ხუხაშვილიევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved