ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
თუ აჩიკოს ტანსაცმელი არ გაუხდია და ისე შევიდა/გადავარდა მტკვარში, მისი ამოყვანა კი ვერ მოხერხდა, ტანსაცმელი საიდან?
და თუ ტანსაცმელი გაიხადა და ისე შევიდა/ჩავარდა მტკვარში, მაშინ ტანსაცმელი რამ დაასველა?და, მით უმეტეს, ეს ტანსაცმელი (ველოსიპედიც) როგორ აღმოჩნდა აჩიკოს კლასელის ეზოში, თოკზე გადაკიდებული? იქ ვინ მიიტანა?დაინტერესდა თუ არა გამოძიება საეჭვო დეტალებით? არა და ახლა აჩიკოს მამიდა ხელახალ გამოძიებას სწორედ ამ საეჭვო დეტალების გამო ითხოვს.–ეს და სხვა შეკითხვები, ასევე ყველაფერი, რაც ჯერჯერობით ვიცით გაუჩინარებული აჩიკო მუმლაურის შესახებ, აქ ერთადაა შეკრული. პარალელურად, ვაგრძელებ მუშაობას ახალ დეტალებზე, რომელზეც დაგაუწყებთ დამატებით.
რა ვიცით:
იმ დღეს, როცა ბავშვი დაიკარგა, აჩიკოს სახლში მიაკითხა მისმა კლასელმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ბიჭმა, რის შემდეგაც ორივენი აჩიკოს სახლიდან ველოსიპედებით გავიდნენ, აჩიკოს კლასელის თქმით, ჯართის შესაგროვებლად.იმავე ბავშვის ჩვენების მიხედვით, მათ ჯართი შეაგროვეს, სტადიონზე დამალეს და წავიდნენ ხელების დასაბანად. ჩვენებაში წერია, რომ ხელების დაბანა აჩიკოს ინიციატივა იყო, რადგან თუ სახლში დასვრილი ხელებით დაბრუნდებოდა, “ბებო გაუწყრებოდა”, რასაც აჩიკოს მამიდან აბსურდად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ბებო, რომელსაც მზე და მთვარე ამოსდიოდა აჩიკოზე, მას არ გაუბრაზდებოდა.
მოკლედ, ამ ჩვენების მიხედვით, ბავშვები სახლიდან ძალიან მოშორებით, კავთისხევის ხიდთან წასულან ხელების დასაბანად.
აქ იწყება მთავარი: ოფიციალური ვერსიით, აჩიკომ ტანსაცმელი გაიხადა და ბავშვები წყალში დასაბანად შევიდნენ, რა დროსაც ორივე მდინარემ გაიტაცა. საქმეში ფიგურირებს მეთევზე, რომელიც ამბობს, რომ აჩიკოს კლასელი, რომელიც იხრჩობოდა, ანკესით გამოიყვანა ნაპირზე. სად არის ამ დროს უკვე აჩიკო, გაურკვეველია, ოფიციალურ დოკუმენტებს ყველაფერი დახრჩობისკენ მიჰყავს, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება აჩიკოს მამიდა, რომელიც ამბობს, რომ თავად დაათვალიერა ის ადგილი, საიდანაც, გამოძიების მტკიცებით, ბავშვები წყალში ჩაცვივდნენ, მაგრამ ვერც ბავშვებისა და ვერც ველოსიპედის კვალი ვერ იპოვა. ამას გარდა, მამიდა ამბობს, რომ გამორიცხულია, აჩიკო წყალში თავისი ნებით ჩასულიყო, რადგან წყლის ეშინოდ
სამაგიეროდ, აჩიკოს კლასელის სახლში, იქვე ახლოს, იპოვეს აჩიკოს ველოსიპედი და თოკზე გასაშრობად გადაკიდებული, ასევე აჩიკოს სველი ტანსაცმელი.
რა უნდოდა იქ აჩიკოს ველოსიპედს და ტანსაცმელს?თუ აჩიკოს ტანსაცმელი არ გაუხდია და ისე შევიდა/გადავარდა მტკვარში, მისი ამოყვანა კი ვერ მოხერხდა, ტანსაცმელი საიდან?და თუ ტანსაცმელი გაიხადა და ისე შევიდა/ჩავარდა მტკვარში, მაშინ ტანსაცმელი რამ დაასველა?
და, მით უმეტეს, ეს ტანსაცმელი (ველოსიპედიც) როგორ აღმოჩნდა აჩიკოს კლასელის ეზოში, თოკზე გადაკიდებული? იქ ვინ მიიტანა?დაინტერესდა თუ არა გამოძიება საეჭვო დეტალებით? არა და ახლა აჩიკოს მამიდა ხელახალ გამოძიებას სწორედ ამ საეჭვო დეტალების გამო ითხოვს.
როგორ გაგრძელდა გამოძიება, რა სამუშაოები ჩატარდა?
აჩიკო მაშინვე დამხრჩვალად ჩაითვალა, გამოძიებაც ამ კუთხით წავიდა. მოიყვანეს მყვინთავები, თუმცა, აჩიკოს მამიდა ამბობს, რომ ძებნა მტკვარში იმ ადგილების იგნორირებით მიმდინარეობდა, საითაც დინებას უნდა წაეღო აჩიკო, თუნდაც მართლა ჩასულიყო წყალში. მისი თქმით, სხვა დეტალებისთვის გამოძიებას მაშინ ყურადღებაც არ მიუქცევია, ბავშვის ცხედარი მტკვარში დაახლოებით ერთი თვე ეძებეს, ვერ იპოვეს და საქმე დახურეს…ამ საქმის შესახებ დამატებითი დეტალების მოძიებას პირადად ვცდილობ და სიახლეს მაშინვე გაცნობებთ, ამ სტატუსს კი თან ვურთავ აჩიკოს მამიდის გამოხმაურებას, სადაც ის ხელახალი გამოძიების აუცილებლობას უსვამს ხაზს.











კომენტარები