• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სრული აბსურდია!” – სოფო ჯაფარიძე მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:34 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“მედგიდის” დამფუძნებელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო ძვირფასებო!

ჩემი პოლიტიკური შეხედულება და პარტიული კუთვნილება, ყველასთვის ცნობილია! ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ცხადია, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია მიჭირავს! მე თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან გადავიკვეთე ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ უფრო დიდი ბერკეტი მქონდეს თქვენი და ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რადგან გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ! რაც შეეხება “მედგიდს”, ადამიანების რაღაც ნაწილი მას პოლიტიკასთან აასოცირებს და ამის გამო კრიტიკულად უყურებს – ეს სრული აბსურდია!

“მედგიდს” პოლიტიკასთან, რომელიმე პარტიასთან, ან რომელიმე პოლიტიკოსთან, არანაირი კვეთა არ აქვს!

მე, როგორც მედგიდის დამფუძნებელი, ისევე როგორც ყველა მედგიდელი, უანგაროდ ვაკეთებ(თ) ყველაფერს, თქვენ დასახმარებლად თუ გადასარჩენად და ასე გაგრძელდება ყოველთვის. “მედგიდის” ცილისწამება ჩემთვის დაუშვებელია.

ჩემთვის/ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს რასობრივ კუთვნილებას, ეროვნებას, სარწმუნოებას და პოლიტიკურ მრწამსს! 

როდესაც ადამიანი ითხოვს დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვისი მომხრე ან მოწინინააღმდეგეა ის?!“ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბევრი მიმდევარისათვის გაგვიწოდებია დახმარების ხელი, ისე, რომ არც კი დავინტერესებულვართ მათი პოლიტიკური შეხედულებებით!

ჩემი და “მედგიდის” მთავარი ამოცანა ყველანაირი რესურსის მაქსიმალური გამოყენებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის(!) და კეთილდღეობისთვის იქნება აუცილებელი!

“კორონასთან ომის” პირობებში, ვფიქრობ, რომ არ არის დრო ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დაყოფის – უმჯობესია გავერთიანდეთ, ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ და ერთად ვიბრძოლოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლისთვის!

ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები მტრებად არ და ვერ გვაქცევს, ვიყოფით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვები, რომელიც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისკენაა მიმართული.

მე, სოფო ჯაფარიძე, ჯანდაცვის სფეროში ვარ და ვიქნები წარმოდგენილი. 

ვფიქრობ, რომ მაქვს ლეგიტიმური უფლება არ მომწონდეს ის, რა რეალობაც ჯანდაცვის სისტემას, უფრო სწორად სრულიად ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უდგას ჩვენს ქვეყანაში – ჩვენი პოპულაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამდენ ადამიანს ვკარგავდეთ ყოველდღიურად, გაუმართავი მმართველობის გამო.

ამრიგად, ყველას(!) ვისაც დახმარება გჭირდებათ, გახსოვდეთ: “მედგიდი” – ჩემთვის, შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის!

ჩვენთვის თქვენი ყველას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერთნაირად ძვირფასია!”, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved