• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს სიგიჟეა და მეტი არაფერი“ – ლევან სამუშია

ალია ავტორი - ალია
19:20 07-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
806

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია.

– ევროკომისიის 12-პუნქტიანი მოთხოვნების 6 თვეში შესრულებას აღარ გვთხოვს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოსაცემად. 2023 წლის ბოლომდე მოგვცა ვადა. ეს რამ გამოიწვია? ცუდია თუ კარგი ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის?

– ქვეყნისთვის და ხალხისთვის ცუდია, რა თქმა უნდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „ქართულმა ოცნებამ“ ხელიდან გაუშვა. ეს ერთი, მეორეც, გადაწყვეტილების მიმღებები ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, არაფრის გამკეთებელია, არაფრის მაქნისია და კიდევ ერთი უარი 6 თვის შემდეგ, ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება აქედან არის ნაკარნახევი, რომ მაქსიმალური დრო მისცენ ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას.

– ქართველმა ხალხმა რა უნდა გააკეთოს სტატუსის მისაღებად?

– ქართველმა ხალხმა ის უნდა გააკეთოს, რომ სამარცხვინო ხელისუფლება გადაირჩიოს მშვიდობიანად, არჩევნების გზით.

– კი, ბატონო, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ისევ იმ გზით უნდა შეეცადოს ხალხი ხელისუფლების შეცვლას, რაც ვნახეთ – პოლიტიკოსების გარეშე გამართული საპროტესტო აქციებით? თუ პოლიტიკოსებიც უნდა ჩაერთონ პროცესში?

– პოლიტიკოსები ყოველთვის იყვნენ, ყოველთვის არიან და ყოველთთვის უნდა იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში. მე ამას ასე ვუყურებ და ეს ასეა არის, ბუნებრივია. რაც შეეხება კონკრეტულ პროცესს, იმ სამ აქციას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, 20 ივნისის აქცია ყველაზე ხალხმრვალი აქცია იყო.  მე ასე ვუყურებ ამას – ეს პროტესტი არსად არ წასულა, ხალხის გაბრაზება არსად არ წასულა. ყოველდღიურად  ჩვენ ვხედავთ, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც მასირებული იერიში და  შეტევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირზე, რომელთაც ათას სიბინძურეს აბრალებენ. თურმე მათ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. ეს სიგიჟეა და მეტი არაფერი.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა და ჩინოვნიკებმა, შესაძლოა, პარტია შექმნან. ამის შესაძლებლობა ერთ-ერთმა „წამოსულმა“ ჩინოვნიკმაც“ დაადასტურა. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ხალხმა შექმნას პარტია და თუ მათ მართლა შექმნეს, რა ფუნქცია, დანიშნულება ექნება ამ პარტიას? უფრო მეტნი, მეტს და ორგანიზებულად გალანძღავენ დასავლეთს?

– რას გადაწყვეტს ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი, ნაკლებად მაინტერესებს. ბიძინა ყაველაშვილი, ბიძინა სუბარი და ბიძინა ხუნდაძე რა განცხადებას გააკეთებენ, ესეც ნაკლებად საინტერესოა. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ერთი ადამიანისგან მართული. ესენი მისგან მართული მარიონეტები არიან, ძაფის სადავეები ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს უჭირავს ხელში. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნებიდან“ ისინი არც წამოსულან და ისევ „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

თეგები: ლევან სამუშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved