• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შევძელით მხოლოდ ორმა კაცმა, მე და ემზარ კვიციანმა – რამდენი კაცია დღევანდელ პარლამენტში კონსერვატორი?” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
19:47 07-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გზა რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს!”

ფაქტობრივად დღეს ქვეყანა ორ ნაწილადაა გაყოფილი და ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთხელ გადავრჩით სამოქალაქო დაპირისპირებას და მსხვერპლს! ძალადობა და ცემა–ტყეპა მიუღებელია, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების შედეგები არაერთხელ ვიწვნიეთ მწარედ! რა თქმა უნდა საზოგადოებაში არსებული აგრესიული ფონი წლობით გროვდებოდა და ბოლო 30 წლის მანძილზე არსებული ხელისუფლებების მიერ ანტიეროვნული პოლიტიკის წარმოების შედეგია. მაგრამ ახლა მიზებზე კი არა, გამოსავალზე მსურს საუბარი!

რა თქმა უნდა პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ყოველწლიურად ქუჩაში პრაიდის არჩატარებაზე სირბილს ხომ არ ჯობდა, ასე მასიურად კანონმდებლობიდან ტერმინების ამოღებაზე შევკრებილიყავით? 2019 წელს, პარლამენტში მესამედ შევიდა ჩემს მიერ დაწერილი კანონპროექტების პაკეტი (8 კანონიდან) “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა” ამოღებაზე!

2019 წლის 4 ივლისს პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა და საქართველოს კანონმდებლობიდან ამ ტერმინების ამოღებას 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი!!! ეს შევძელით მხოლოდ ორმა კაცმა მე და ემზარ კვიციანმა, მაშინ ამ კანონპროექტს მასობრივი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ეს საკითხი დიდი ალბათობით გავიდოდა და ყოველწლიური ქუჩის აქციები საჭირო აღარ გახდებოდა!

რამდენი კაცია დღევანდელ პარლამენტში კონსერვატორი?

არცერთი! ამაზე დავფიქრდეთ, რატომ გვაქვს ეს მოცემულობა, იმიტომ ხომ არა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული კონსერვატიზმის დასამარება! ზოგი სპეციალურად და ზოგიც გაუაზრებლად ამარგინალებდა ამ ფრთას! უგულვებელყოფდა რა სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს და ცდილობდა კონსერვატიზმი ვიწრო, მხოლოდ არატრადიციული ორიენტაციასთან მებრძოლ იდეოლოგიად წარმოეჩინა?

ამ დღეების მანძილზე ხშირად მეკითხებოდნენ, რაში ვხედავ გამოსავალს?

საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების ამოღების გარდა, რომელიც სამჯერ შევიტანე, ასევე სამჯერ შევიტანე კანონი “რელიგიური გრძობების შეურაცხყოფაზე”, 2–ჯერ წარვადგინე საკონსტიტუციო ცვლილება რეფერენდუმის დასაბრუნებლად არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად, სამწუხაროდ არცერთ აღნიშნულ აქტივობებს სახალხო მხარდაჭერა არ მოჰყოლია!

თუ ჩვენ გვსურს ძველი შეცდომები აღარ დავუშვათ და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან ავირიდოთ, საკითხები უნდა გავადავიტანოთ სამართლებრივ ჭრილში და ვიბრძოლოთ კანონების შეცვლაზე:

1. ამოვიღოთ კანონმდებლობიდან ტერმინები: “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა”;

2. მივიღოთ კანონი რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფაზე, მკრეხელობაზე;

3. დავიბრუნოთ რეფერენდუმის წართმეული უფლება;

4. მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე.

აღნიშნული კანონპროექტები მზად მაქვს, შევქმნათ საინიციტივო ჯგუფები და ნებისმიერ დროს შეგვიძლია წარვადგინოთ!

თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის აღდგენაა! ხომ გახსოვთ, ეს მუდმივი ქაოსის გარანტი “საპარლამენტო მოდელი” მიშამ გამოადნო, რადგან პრეზიდენტად მესამე ვადით ვეღარ იქნებოდა და პრემიერობას აპირებდა, ხოლო ივანიშვილს ეს მოდელი–მარაზმი ქვეყნის კულისებიდან სამართავად იმდენად მოეწონა, რომ მის გაუქმებაზე არც უფიქრია.

დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრობლემა სახელმწიფოს მმართველობის არსებული მახინჯი მოდელია. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რაზეც ვართ. ეს იგივეა, მაგალითად კომპანიაში ხელმძღვნელმა ვერ ივარგა და ამიტომ კომპანია კოლექტიურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, ან სუფრაზე თამადა არ ვარგა და თამადობის ინსტიტუტი გავაუქმოთ. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში განკარგულებებისა და იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან დღევანდელი სისტემა მუდმივი ქაოსის პირობაა, ხოლო საპრეზიდენტო სისტემით გვაქვს შანსი, სათავეში ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი ლიდერი მოვიდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის და კრიზისიდან გამოიყვანს სახელმწიფოს. მე საპრეზიდენტო ამერიკულ მოდელზე ვსაუბრობ. ეს სულაც არ ნიშნავს, საპრეზიდენტო მოდელზე როგორც კი გადავალთ, პირველივე პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელით ამის შანსი გვაქვს, დღევანდელ მოდელით კი შანსი არ გვაქვს. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი წინსვლა ყოველთვის ძლიერ მეთაურს უკავშირდება. ქვეყანას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, არა ვინმეს მიერ დანიშნული, არამედ ხალხის მიერ არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი.

ზვიად ტომარაძე 7/07/2021

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved