• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შეთქმულებაა… ოპოზიციის ნაწილი შესულია პოლიტიკურ ვაჭრობაში” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
16:34 10-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

პროცესი, რომელიც ახლა მიდის არის შეთქმულება (შემიძლია უფრო მძიმედაც დავწერო – ღალატი) ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად და შესაკავებლად ჩემს ხედვას შემოგთავაზებთ.
ის აბდაუბდა და არაკოორდინირებული განცხადებები რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ცხადყოფს, რომ ზოგიერთი მათგანი შესულია პოლიტიკურ ვაჭრობაში, რომელიც რეჟიმის შენარჩუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი თავად მიიღებენ და სხვებისთვისაც ივაჭრებენ რამდენიმე მანდატს, მაგრამ არა უმეტესი ხუთისა (მეტს არ დაგითმობთ ოცნება, ეგეც თუ გაღირსათ). ასევე, ხელისუფლებისგან მიღებული იქნება ცალკეული მიმართულებით ლოიალური პოლიტიკის გატარების პირობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პროცესში აქტორებად შემოიყვანენ უცხოელებს, ეს არის ღალატი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ „ოცნების“ მიერ გადაგდებული უცხოელებიც და ქართველი ხალხიც. ერთადერთი ვინც აქედან იხეირებს პოლიტიკური „გარემოვაჭრეები“ იქნებიან. ქართველი ხალხი კი კვლავ დამარცხდება.
მთელი წინასაარჩევნო პროცესი, ლამის ოთხი თვე, მხოლოდ იმიტომ ვდუმდი, რომ ის საარჩევნო კამპანია და გამოწვევები რაც შესთავაზა ოპოზიციამ ხალხს, იყო შეცდომა და ჩემი „გამოხტომებით“ არ მინდოდა გამეჩინა გარკვეული ნიჰილიზმი.
არჩევნები პოლიტიკურმა პარტიებმა (!) არ ჩაატარეს იმ სტრატეგიით, რომელიც ასე თუ ისე მისაღები იყო 2020 წელს. (ეს სტრატეგია დოკუმენტირებულია და მას არაერთი პერსონაა გაცნობილი. ასე რომ აქ უკანა რიცხვით საუბარს ვერავინ დამაბრალებს. 2024 წლის სტრატეგია ასევე იქნა შემუშავებული, მაგრამ ეტყობა მავანი მას 2028 წლისთვის ინახავს.)
ახლა რა უნდა გაკეთდეს.
უნდა შეიქმნას ეროვნული კონვენტი – 150 წევრის შემადგენლობით.
კონვენტში უნდა გაერთიანდნენ:
1. ეგზიტპოლების გასაშუალოებული მაჩვენებლებით განაწილებული პროცენტების საფუძველზე ოთხეულის სიის წარმომადგენლები;
2. 10 ადგილი გამოიყოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც თავად დაასახელებენ;
3. 10 ადგილი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევენ;
4. 5 ადგილი პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის – თავად შეჯერდებიან მოლაპარაკების საფუძველზე;
5. დარჩენილი ადგილების შესავსებად კონვენტს უფლება ექნება ინდივიდუალურად მოიწვიოს წევრები, კენჭისყრით, კონვენტის წევრთა ნახევარზე მეტის თანხმობით (75+1 ხმა)
კონვენტის თავმჯდომარეობა შეთავაზებულ იქნას საქართველოს პრეზიდენტისთვის. კონვენტის სპიკერს არჩევს კონვენტის შემადგენლობის 2/3-ით.
კონვენტს უფლება ექნება შექმნას სპეციალური კომისიები:
-სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის;
-უსაფრთხოების;
-საგარეო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის;
იურიდიულ-სამართლებრივი;
კონვენტმა უნდა შექმნას საგაფიცვო კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს საგაფიცვო მოძრაობის ორგანიზებას.
ასევ უნდა შეიქმნას, პროტესტის მართვის ცენტრი.
ბარიერგადალახული ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მისი წარმომადგენელი, რომელიც თანამშრომლობას დაიწყებს ხელისუფლებასთან ან და არ დაემორჩილება კონვენტის გადაწყვეტილების შესრულებას, უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მოკავშირედ და საქართველოში რუსული ინტერესების რეალიზაციის ხელშემწყობად.
–
არის უფრო მოკლე გზაც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საბჭო – ოთხი პოლიტიკური სუბიექტიდან 2-2 წარმომადგენელი, ასევე სამოქალაქო სექტორის 5 წარმომადგენელი, ახალგაზრდული ჯგუფის 5 წარმომადგენელი და საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ შეთავაზებული ხუთი წარმომადგენელი. საბჭოს ხელმძღვანელად არჩეულ იქნას პოლიტიკურ პარტიებს მიღმა მყოფი პირი.
მიზნები და ამოცანები უნდა დარჩეს იგივე. ანუ უნდა შეიქმნას:
შექმნას საგაფიცვო კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს საგაფიცვო მოძრაობის ორგანიზებას;
ასევ უნდა შეიქმნას, პროტესტის მართვის ცენტრი;
საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობის ჯგუფი;
იურიდიულ-სამართლებრივი ჯგუფი;
—-
არ გააკეთებთ არაფერს, მე ერთ მოქალაქეს მექნება იმის განცდა, რომ ბევრი თქვენგანი წინასწარ იყო გარიგებული „ქართულ ოცნებას“. არის უამრავი ფაქტი თუ როგორ და ვინ დანიშნეთ კომისიებში წევრებად, რომელთა უმეტესობა სწორედ ოცნების მიერ იყო თქვენთვის მოწოდებული. არის უამრავი ფაქტი იმისა, როგორ არ წერდნენ საჩივრებს თქვენს მიერ წარდგენილი კომისიის წევრები და დამკვირვებლები. არის უამრავი ფაქტი იმისა, რომ არჩევნების დღეს ცალკეულ სისტემურ დარღვევებზე ხმაურის ნაცვლად მიიღეთ გადაწყვეტილებები ყოფილიყავით ჩუმად.
ცხადია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდიოდა არა გამარჯვებისთვის, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის, რითაც ჩანასახშივე მოკალით საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შესაძლებლობა.
მაგალითად: გესაუბრებოდნენ ომზე, თქვენ საუბრობდით პენსიებზე; გესაუბრებოდნენ ოჯახის სიწმინდეზე, თქვენ საუბრობდით 14 მილიარდზე; გესაუბრებოდნენ გადაგვარებულ დასავლეთზე და თქვენ საუბრობდით განათლების რეფორმაზე, რომლის არსი თავად არ გესმოდათ; გეუბნებოდნენ რომ იყავით აგენტები და თქვენ ამბობდით, რომ “ეკონომიკას ავაყვავებთ”;
მოკლედ, დღეს, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და მოლაპარაკებები ოცნებასთან არის დიახაც, ღალატი და ვინც ამ მოლაპარაკებაში შევა იქნება ბიძინას, და როგორც თავად ამბობთ ხოლმე, პუტინის აგენტი.
დასავლეთისკენ ნუ გაიშვერთ ხელს. დასავლეთი მიიღებს იმ მოცემულობას რასაც შექმნის ქართველი ხალხი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა, ბევრი თქვენგანი წარმოადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved