ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
„საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ ადამიანები, რომ ხმის მიცემის უფლება მოეპოვებინათ.1919 წელს საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქალებს მიეცათ. წლების შემდეგ არაერთმა ქვეყანამ მოგვბაძა.დღეს, როცა თავისუფალია არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო უბანზე მიუსვლელობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ზედმეტად უხერხულია.მერე, უფლებაც აღარ გაქვს, იწუწუნო ხელისუფლების ავკარგიანობაზე.და თუ ცუდი გამოდგება ხელისუფლება, ეს შენი ბრალი იქნება, რომელიც არჩევნებზე არ წახვედი.“
კომენტარები