„ნაცმოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „დღის ამბებში“ აცხადებს:
“პარტიის გადაწყვეტილება მანდატების დატოვების თაობაზე არის ყველაზე მსხვილი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილებებები არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს ჰაერში გაფანტული. ეს უნდა იყოს სტრატეგია. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოების მანდატების დატოვება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის epp-დან გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად. მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. ბოიკოტიც და მანდატების დატოვება არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა”
კომენტარები