• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს საშიშია – ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს კოვიდის მოხდიდან 2 თვის განმავლობაში – გიორგი ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:21 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვაში ამბობს:

“ეს დაავადება ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს, ამიტომ მას კავა-კოვიდსაც ეძახიან. სინამდვილეში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მას) უფრო საშიში დაავადებაა, რადგან უფრო მაღალი სიკვდილობა ახასიათებს, თუმცა ექიმთან დროული მიმართვის შემთხვევაში შემთხვევათა 98% კარგად სრულდება. ამიტომ მთავარია ვიყოთ ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

მშობლებმა, რომლებსაც ჰყავთ 0-19 წლის ასაკის შვილი, უნდა იცოდნენ ამ სინდრომზე. საქართველოში უკვე დაფიქსირდა მისი რამდენიმე ათეული შემთხვევა. ეს სინდრომი ეხებათ უშუალოდ ბავშვებს. მართალია ის მოზრდილსაც შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ძირითადად, ეს ბავშვების დაავადებაა.

დაავადება, სახელად მულტისისტემური ანთებითი სინდრომი 0-19 წლის ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 7 წლის ასაკის ბავშვებში ვითარდება. ის გვხვდება როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში, თუმცა სტატისტიკურად ბიჭებში უფრო ხშირად ვითარდება.

როცა ბავშვები ავადდებიან კოვიდით, შემთხვევათა თითქმის 100%-ში ისინი ვირუსს მსუბუქად და ხშირად უსიმპტომოდაც იხდიან. თუმცა აღმოჩნდა, რომ კოვიდის შემდეგ რაღაც პერიოდში, უფრო კონკრეტულად 2-6 კვირის განმავლობაში შეიძლება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განვითარდეს. სავარაუდოდ, კოვიდის შემდეგ მას-ის განვითარებას იწვევს კოვიდის მიერ ინტერფერონების წარმოების შეფერხება. ვირუსის ალაგების შემდეგ იმუნური სისტემა ძალიან მაღალი ენერგიით იწყებს მუშაობას და ადამიანის ორგანიზმსვე ებრძვის.

ამიტომ იყავით ყურადღებით და თუკი მას-ის სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს.

თუკი თქვენმა შვილმა გადაიტანა კოვიდი, მისი გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში კი:

აქვს მაღალი ტემპერატურა ზედიზედ სამ დღეზე მეტხანს;

აქვს მუცლის ტკივილი, დიარეა ან გულისრევა, ან სამივე ერთად;

თუკი თვალები აქვს ჩაწითლებული, ანუ აქვს არაბაქტერიული კონიუქტივიტი;

თუკი უცებ მთელ სხეულზე გაუჩნდა გამონაყარი;

თუკი შეინიშნება შეშუპება ფეხისგულებსა და ხელისგულებზე;

თუ გამოხატულია წნევის მკვეთრი კლება;

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს. აღსანიშნავია, რომ ყველა პედიატრი ამ სინდრომის შესახებ ინფორმირებული არ არის, ამიტომ თავადვე უთხარით, რომ მულტისისტემათა ანთებით სინდრომზე გაქვთ ეჭვი.

რასაკვირველია, ბავშვს ცვლილებები ექნება ანალიზებში. მაღალი იქნება დე დიმერი, ცე რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, პროთრომბინის დრო დარღვეული. თრომბოციტების და ლიმფოციტების რაოდენობა, ასევე ნატრიუმის რაოდენობა იქნება დაბალი. ეს ყველაფერი არის პირდაპირი მინიშნება, რომ საქმე მას-თან გვაქვს.

სახელწოდებიდან გამომდინარე, მულტისისტემურ ანთებათა სინდრომს არაერთი ორგანოს დაზიანება შეუძლია. მას შეუძლია გამოიწვიოს გულის, თირკმლის, ფილტვის უკმარისობა. დააზიანოს თავის ტვინი, თვალები, კუჭ-ნაწლავი. ამიტომ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნურცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს კოვიდის მოხდიდან 2 თვის განმავლობაში. საბედნიეროდ ეს დაავადება მკურნალობას ძალიან კარგად ემორჩილება, მთავარია ექიმთან დროული ვიზიტი და ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს იგი.

თეგები: გიორგი ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved