• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რომ არ იყოს, ვერავინ გავიგებთ, ფული სად წავა” – ლევან კობიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:09 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ შეწყდება 2021 წლიდან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის და აქედან გამომდინარე, გუნდების დაფინანსება, უპასუხა:

„კლუბებს მთლიანად სახელმწიფო არ აფინანსებს, თუმცა, ცხადია, ბევრი კლუბი სწორედ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით არსებობს და ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, პანდემიის გამო ფონდის დაფინანსება თითქმის ორჯერ შემცირდა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის არარსებობის შემთხვევაშიც კლუბებზე ფული მაინც დაიხარჯება.

„სახელმწიფო ფეხბურთს რა სახითაც ეხმარება, ეს იდეალური ვარიანტია. ფონდი რომ არ იყოს, ეს თანხები (საკლუბო ფეხბურთში) მაინც დაიხარჯება და ადგილობრივი მინიციპალიტეტები გუნდებს დააფინანსებენ, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა. მაგრამ ფული ისევე გაურკვევლად დაიხარჯება და ვერავინ გავიგებთ, სად წავა“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი თვითკმარი კლუბების არსებობაა, რაც ჯერ მხოლოდ პერსპექტივაშია:

„ჩემი ხედვაა, რომ კლუბები თვითკმარი იყვნენ და საკუთარი თავი დააფინანსონ, როგორც ფეხბურთში, ასევე სხვა სახეობებში. ამისთვის მეტი კერძო ინვესტიცია გვჭირდება. ეს ნიშნავს ავტომატურად მეტ ლეგიონერს და უკეთესი დონის ეროვნულ ჩემპიონატს. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ. ვიმეორებ, მეტი კერძო ინვესტიცია გვესაჭიროება. მაგრამ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულები ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.

1ტვ

თეგები: ლევან კობიაშვილიფეხბურთის ფედერაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved