ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ნატოს სამიტის შემდეგ რუს პროპაგანდისტებს და ქართველ რუსთმადიდებლებს ზუსტად ერთნაირი გზავნილები ჰქონდათ, ერთნაირად ინტერპრეტირებდნენ სტოლტენბერგის, ბაიდენის და ჯონსონის განცხაებებს. მგონი სერთო ჩათი აქვთ უკვე
ეს რომ არ გითხრათ, ვერ მოვისვენებ. გუშინ რუსებმა თქვეს , რომ ევროპაში გასულ უკრაინელ დევნილებს ფიზიკურ და მენტალურ ექსპლუატაციას გაუწევენო. ქალებს აიძულებენ რომ გათხოვდნენ ან სექს მუშაკებად იქცნენ, ახალგაზრდების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გამოიყენებენ და გამოწურავენო, ამიტომ მათ უკან დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთო. რა “კეთილშობილები” არიან მაინც ეს რუსები და ვერავის თავის კეთილი გული ვერ დაანახეს, როგორი უმადურია ეს სამყარო.”
კომენტარები