• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რეგულაციები არ უშველის, ან ჩაკეტე, ან გააღე, საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:00 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.

– როგორი პროგნოზი გაქვთ?

– ძაან ცუდი პროგნოზი მაქვს. ეს რეგულაციები არ უშველის. ყველა ქვეყანა, ვინც გადაწყვიტა კუკუდამალობანა, კატა-თაგვობანა, ძალიან დაზარალდა. ამას მე ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდი, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მეორე ტალღაზე პირველმა მე დავიწყე საუბარი, ჩემ გარდა არავის უხსენებია და გამლანძღეს, რა მეორე ტალღა, რის მეორე ტალღაო. ვამბობ, რომ მესამე ტალღა მოდის აპრილში, მზად ვაართ? ჩემი ხედვით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავიდეთ ჯოგური იმუნიტეტით. რაღაცა შეზღუდვები შემოვიღეთ, რომელიც არ იქნება ეფექტური და პრაქტიკულად, საქართველოში ახლა არის პირდაპირი ტენდეცია, რომ ჩამოყალიბდეს ჯოგური იმუნიტეტი! ჯოგური იმუნიტეტის ასე ჩამოყალიბება ქვეყანაში არის დანაშაული. მაშინ ახსენით, რაღა აზრი აქვს ასეთ ჩაკეტვას? ან ჩაკეტე, ან გააღე. საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის. ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე. ნახევრად გაკეთებული ხაჭაპური გემრიელია? თქვენ არ იცით აპრილში რა იქნება საქართველოში!

– თუ ჯოგური იმუნიტეტი გაგრძელდა, აპრილამდე საზოგადოების ნაწილს ხომ უკვე ექნება იმუნიტეტი? რატომ თვლით, რომ აპრილშიც მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით?

– 5 თვის მერე აღარ აქვს უმეტესობას ის იმუნიტეტი, გაიგეთ! რეინფიცირების დიდი შანსია. გამოდიან ექსპერტები და რა იცით, რომ რეინფიცირება იქნებაო… ერთი სტატია რომ წამოვიდა სინგაპურიდან რეინფიცირებაზე, ერთი ამერიკიდან და ერთიც ევროპიდან, ხომ უნდა გააკეთო ანალიზი, ხომ უნდა დაფიქრდე, რაშია საქმე?!

– აზრთა სხვადასხვაობაა საველე ჰოსპიტალზე და რომ არ მოგატყუოთ, ჯერ კიდევ იანვრიდან ვწერთ, რომ საველე ჰოსპიტალი უნდა მოეწყოს და პირადად მე, მიმაჩნია, რომ უამრავი დრო დავკარგეთ, მომხრე ვარ იმიტომ, რომ ვიცი, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა, განა არ გვივარგა, არ გვაქვს. ვიცი, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რა არის ანამნეზი, დიდ ნაწილს არ შეუძლია სიმპტომის აღწერა, რადგან, არ გვაქვს ექიმთან გეგმიურ კონსულტაციაზე მისვლის კულტურა თუ გამოცდილება. ადამიანთა დიდმა ნაწილმა არ იცის აქვს თუ არა რომელიმე ქრონიკული დაავადება, ჯანსაღი კვება კი არა, მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ, თავის არაჯანსაღად გამოკვებაც კი უჭირს, ხოდა ამ პირობებში, როგორ უნდა ვმართოთ ბინაზე პაციენტები? ეს გამორიცხულია, ხომ ამიტომ გვყავს სტაციონარში ამდენი პაციენტი სინამდვილეში?

– გეთანხმებით, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს – თავს იტყუებს. ეს სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება საველე ჰოსპიტალს – საველე ჰოსპიტალზე რომ საუბრობენ, ვინმეს გაუკეთებია საველე ჰოსპიტალი საქართველოში? 5 ქვეყანაში მაქვს დაგეგმილი და აწყობილი საველე ჰოსპიტალი, კონფლიქტურ ზონებში და ვიცი, რა არის საველე ჰოსპიტალი, არ არის მარტივი. საველე ჰოსპიტალს უნდა აშენება, რომლის გამოცდილებაც არ გვაქვს, ააშენე და მოაწყვე, დავუშვათ, ვინ გინდა შიგნით რომ იმუშაოს? საველე ჰოსპიტალის პერსონალის 80 პროცენტი ექთანი უნდა იყოს, რამდენიმე ექიმი და ვალანტიორები. რამდენი ექთანი გვყავს საქართველოში? იტყვით, ახლა რომ ამდენი კლინიკაა ქვეყანაში და როგორ არ გვეყოლება ექთნებიო და ხშირ შემთხვევაში 1 ექთანი 5 კლინიკაში მუშაობს ცვლებში. შეიძლება დარეგისტრირებული ექთნები ბევრი გვყავს, მაგრამ რამდენი ექთანი გვყავს რეალურად? ვგულისხმობ იმათ, ვინც მუშაობა იცის, თორემ, უმეტესობამ არ იცის ნემსის გაკეთება და ძალიან ბევრი მილილიტრს მილიგრამისგან ვერ არჩევს, ეს ხალხი გინდათ საველე ჰოსპიტალში შეუშვათ? 70 საავამდყოფო ვმართე საქართველოში და ვიცი, რასაც ვამბობ.

თეგები: გიორგი ფხაკაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved