• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია“ -მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
22:09 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,783
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ორიოდე სიტყვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზედ. ?
არ ვიცი, პირველად ვინ თქვა, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატების დიდი უმრავლესობა „ოცნებასთან“ წავა და ამიტომ რაც შეიძლება უნდა გამსხვილდეთო, მაგრამ ეს დიდი ტყუილი კია.
კანონის მიხედვით, ბარიერვერგადალახული პარტიების მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე იყოფა თანაბრად, რა დროსაც „ოცნება“ აშაკრად წაგებაშია.
მაგალითად, თუ გაუნაწილებელი დარჩა 25 მანდატი და პარლამენტში შევიდა 5 პოლიტკური სუბიექტი (დღევანდელი მონაცემებით, სწორედ ასე მოხდება და პარლამენტში შევლენ: „ოცნება“,ნაცების კოალიცია, გვარამიას პარტიის კოალიცია, „ლელოს“ კოალიცია და გახარია), ეს 25 მანდატი ხუთზე გაიყოფა და თითოეულს შეხვდება 5 მანდატი, მაგრამ რადგან პროდასავლური ოპოზცია პარლამენტში კოალიციის შეკვრას აპირებს, გამოდის რომ ოპზციიის კალათაში წავა 20 მანდატი და ხლეისუფლების კალათაში – მხოლოდ 5. შესაბამისად ამ მხრივ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას აქვს უპირატესობა, რადგან ხმების 4/5 მასთან მიდის. ეს რანარიადაა ხელისუფლებისთვის სასარგებლო? ?
მთელი პარადოქსი აქ ისაა, რომ ოპოზცია თუ არჩევნებამდე გაერთიანდებოდა ერთ ძალად (როგორც ამისკენ ბევრი მოუწოდებდა), მაშინ ხმები ორ სუბიექტზე გაიყოფოდა და პირველ ადგლზე გასულს 13 მანდატი შეხვდებოდა, მეორეზე გასულს – 12. ანუ გადაუნაწილებელი მანდატების ამბავში ჯობია ოპოზცია დაანწვრებული შევიდეს პარლამენტში,(ოღონდ აქ მთაავრია, რომ შევიდეს და ბარიერს მიღმა არ დარჩეს ბევრი ? ). თუმცა ერთ ძალად გაერთიანებას სხვა უპირატესობა ქონდა: სინერგიის ეფექტი და დამეტებითი ამომრჩეველი არჩევნებზე.
თუ ხვალ პრეზიდენთან შევხედრის მერე გახარია და „ლელო“ გაერთიანებაზე შეთანხმდება და ერთ სუბიექტად გვალენ არჩევნებზე, მაშინ პარლამენტში ხუთის მაგივრად ოთხი სუბიექტი აღმოჩნდება – ერთი სახელისუფლებო და სამი ოპოზციური, შესაბამსიად ჩვენს მაგალათში მოყვანილი 25 გადაუნაწილებელი მანდატი ასე განაწილდება: შვიდი „ოცნებას“ ერგება, ექვს-ექვსი კი, – დანარჩენებს .ოპოზიციას საეთო ჯამში 18 მანდატი შეხვდება ანუ 2 მანდატით ნაკლები, ვიდრე წინა შემთხვევის დროს.
ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია, რადგან შეიძლება ამ გაერთიანებამ იმდენი ახალი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე და იმდენი ხმა შემატოს ოპოზციის ყულაბას, რომ ის ორი მანდატი დაუნანებლად აჩუქო „ოცნებას.“
ოღონდ, ეს ყველაფერი კარგადაა დასათვლელი. სოციოლოგიური კველაა ჩასატარებელი და გასარკვევეი, ამ პარტიების გაერთიანება იძლევა ტუ არა სინერგიის ისეთ ეფექტს, რომ ზრდის ოპოზციური ამომრჩეველის საერთო რაოდენობას. იქნებ პირქით, აკლებს?
კვლევის ჩატარებამდე მათი გაერთიანება ცალსახად სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს, თუ ზუსტადაა ცნობილი, რომ ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი (ან ორივე), ბარიერს ვერ ლახავს.“
მოგვიანებით, მერაბ მეტრეველმა კომენტარების გათვალისწინებით, ეს პოსტი წაშალა და ახალი დაწერა:

,,აჰა, გავერკვიე! 🙂

ვთქვათ, არვევნებზე მივიდა 2 მილიონი ამორჩეველი. “ოცნებამ” მიიღო 40 პროცენტი, 800 000 ხმა (პრპცენტებს ვამრგვალებ, რომ მარტივი საანგარიშო იყოს), ნაცებმა მიიღეს დაახლოებით 20 პრპცენტი 400 000 ხმა, ლელომ – 10 პროცენტი, 200 000 ხმა, გახარიამ – 10 პროცენტი, 200 000 ხმა, გვარამიას გაერთიანებამ ასევე 10 პრპცენტი, 200 000 ხმა (ამათ ერთნაირები დავუწერე, რომ არ ეწყინოთ. 🙂 )

ხმების დარჩენილი 10 პრცენტი მიიღეს იმ პარტიებმა, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი ანუ დაიკარგა.

საარჩევნო კოდექსი ამბობს:

“პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.”

დავიანგარშოთ ამ ფორმულით:

“ოცნება” – 800 000×150÷1 800 000=66,66666 ანუ 66 მანდატს

“ნაცები” – 400 000×150÷1 800 000=33,33333 ანუ 33 მანდატი.

“ლელო” – 200 000×150÷1 800 000=16,66666 ანუ 16 მანდატი

გახარია – იგვე, 16 მანდატი

გვარამია – იგივე, 16 მანდატი

სულ გამოდომის 147 მანდატი, გადაუნაწილებელი რჩება 3 მანდატი და ის ერგება პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიას. საბოლოოდ პარლამენეტის შემადგენლობა ასე დალაგდა:

“ოცნება” – 67 მანდატი
“ნაცები” – 34 მანდატი
“ლელო” – 17 მანდატი
გახარია – 16 მანდატი
გვარამია – 16 მანდატი

ოპოზიციას გამოსდის 83 მანდატი

ანუ 40 პროცენტის აღების შემთხვევაში აგებს “ოცნება”, მაგრამ თუ 45 პროცენტი აიღო ანუ 900 000 ხმა, მაშინ ზუსტად 76 მანდატი აქვს ანუ იმდრნი, რამდნიც უმრავლესობისთვის არის საჭირო, მაგრამ ეს მაშინ, თუ 2 000 000 ამომრჩეველი მივიდა, თუ მეტი მივიდა, “ოცნების” 900 000 ხმა 45 პროცენტი აღარ გამოვა, ხოლო, თუ ნაკლები ამომრჩეველი მივიდა, მაშინ 900 000 ხმა 45 პროცენტზე მეტი გამოვა.“

თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved