• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ყველაფერი ხელს გაორებებს უწყობს. ახალი წელიც კი 2 გვაქვს. ბევრი ქართველისთვის შობაც 2 გამოდის – გოგა ჩანადირი

ალია ავტორი - ალია
10:23 01-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში შობისა და ახალი წლის ორჯერ აღნიშვნის ტრადიციას ეხმიანება.

“გაორებული საქართველო. 1918 წლიდან ორი კალენდრით ცხოვრობს საქართველო – საერო, გრიგორიანული, იგივე ახალი სტილის და საეკლესიო – იულიუსის კალენდრებით.
ეს ყველაფერი ხელს გაორებებს უწყობს.
ახალი წელიც კი 2 გვაქვს.
ბევრი ქართველისთვის შობაც 2 გამოდის – ემოციური, რომელიც 25 დეკემბერს უკავშირდება და დეკემბერსაც ძველქართულად სწორედ ქრისტეშობისთვე ჰქვია და ეკლესიის მიერ დადგენილ 7 იანვარს.
მოკლე ამბავი კალენდარზე:
საკალენდრო ციებ-ცხელება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 46 წელს რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა დაიწყო.
სწორედ ამ კალენდრით გაჩნდა ნაკიანი წელი, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ თებერვალი 29 რიცხვით უნდა დასრულებულიყო, ნაცვლად 28-ისა.
იულიუსის კალენდრით ყოველ 128 წელიწადში 1 დღე ცდომილება იყო და დაზუსტება ისევ რომმა აიღო საკუთარ თავზე, ამჯერად პაპმა გრიგოლ მე-13-მ. მან 1582 წელს გრიგორიანული კალენდარი შემოიღო, რის მიხედვითაც წელი 10 დღით გადახტა, ხოლო მეოცე საუკუნეში დროის დეკრეტის მიხედვით კიდევ სამი დღე დაემატა.
საქართველოში კალენდარზე მსჯელობა 100 წლის წინათ დაიწყო, როცა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ 1918 წელს ახალი სტილის კალენდარი დაამტკიცა, ქართული ეკლესია კი – ძველზე დარჩა.
მხოლოდ პატრიარქ ამბროსი ხელაიას დროს დედაეკლესიამ ახალი სტილის კალენდრით 1923-1925 და 1927-1928 წლებში ისარგებლა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული ეკლესიის გავლენას თავი ვერ დავაღწიეთ და 1928 წლის 28 სექტემბერს სინოდმა ახალი სტილის კალენდარი მრევლის არაინფორმირებულობის მიზეზით დროებით შეაჩერა.
მას შემდეგ ჩვენთან აღარაფერი შეცვლილა.
ეს მაშინ, როდესაც საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ჩვენ კი დავრჩით გაორებულები
ინფორმირებულობის პირობებშიც კი
და ეს გაორება ბევრ რამეში გვახსენებს თავს, მათ შორის პოლიტიკურ ორიენტაციაში.
ასეთ დროს, ურთულესია ერი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდეს და შესაბამისად, გაურკვევლობების გამო, პრობლემების მოგვარებაც იწელება”, – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved