• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს პრობლემა ყველაზე ხშირია ბავშვებში, რადგან მათ წელიწადში 5-6-ჯერ ემართებათ ინფექციები“ – გოგინავა

ალია ავტორი - ალია
12:05 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების პრობლემაზე იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულად დევს. ყველაზე ხშირი არის ეს ბავშვებში, იმიტომ, რომ წლის განმავლობაში მათ ინფექციები 5-6-ჯერ ემართებათ. ამ ინფექციების მიზეზი ძირითადად ვირუსებია. ​ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკს იღებენ იმიტომ, რომ აქვთ ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის გამომწვევი გარდა ბაქტერიისა, არის როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური მიზეზებიც.

მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად. ეს არის პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ. რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმი სპეციალისტის მიერ. ​ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნას სჭირდება გარკვეული კვლევების ჩატარება. არის შემთხვევები, როდესაც ექიმს შეუძლია ანტიბიოტიკი კვლევების გარეშეც დანიშნოს.

თუ ჩვენ ანტიბიოტიკების გამოყენებას გავაგრძელებთ ასე არარაციონალურად, ეს ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს რეზისტენტობის ჩამოყალიბება. ანტიბიოტიკოთერაპიაში მნიშვნელოვანია კურსი, რა ხანგრძლივობით ვნიშნავთ ანტიბიოტიკს და რა დოზირებით. როდესაც ადამიანი თვითნებურად იღებს ანტიბიოტიკს, მან არ იცის, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოს და რა დოზირებით. ანტიბიოტიკი ხშირ შემთხვევაში არ აგვარებს პრობლემას და ეს არის ილუზია. ადამიანი, რომელსაც ემართება ​ვირუსული ინფექცია, ეს ხუთ დღეში ისედაც შეიძლება თავისით ალაგდეს. როდესაც ის დაავადების მესამე-მეოთხე დღეს ანტიბიოტიკს იწყებს და მეხუთე დღეს არის კარგად, ადამიანი ამას ანტიბიოტიკს უკავშირებს. რეალურად აქ ანტიბიოტიკის როლი არ არის,“ – განაცხადა გოგინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved