• რეკლამა
  • კონტაქტი
12:44, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს პოსტი ქოცებისთვის იწერება – სწორედ თქვენი საყვარელი ხელისუფლება გამოძერწვას მისგან წამებულს” – მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
13:25 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

“ახლა შვეცდები “ოცნების” მომხრეებისთვის გასაგებად ავხსნა რა არის პრობლემა ხელისუფლების გუშინდელ საქციელში (ნაცებმა გაითვალისწინეთ, რომ ეს პოსტი ქოცებისთვის იწერება):

მართალია, ყველა პატიმარი ციხეში თავისი ნების საწინააღმდეგოდ ზის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეგიძლია გაუკეთო მას თავისი ნების საწინააღმეეგოდ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფრის უფლება არ გაქვს.

მაგალითად, არ გაქვს უფლება ის წაიყვანო იქ, სადაც მისთვის მტრულად განწყობილი გარემოა. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამინური მოპყრობა, შურისძიება და ა. შ.

გასაგებია, რომ ბევრ თქვენგანს გყავთ ოჯახის წევრები, ვინც იგივე გლდანის ციხეში ბევრად უარესი მოპყრობა და წამებაც კი გამოცადეს, მაგრამ შურისძება არაა სახელმწიფოს საქმე და დანიშნულება.

სამარცხვინოა, როცა ხელისუფლებას პატიმრის მოტუყუება ჭირდება და მოტყუებით მიყავს სადღაც. ამით ხომ საკუთარ უძლურებას აღიარებს. პლუს ამან ის შედეგი გამოიღო, რომ თავისივე აღიარებით მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაჭირდათ.

სრულიად გაუგებარია, რატომ არ გადაყვანეს ის იმ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც სხვა პატიმრები გადაყავთ, ხოლმე და, სადაც პატიმრებისთვის განკუთვნილი ორი სართული იზოლირებულია დანარჩრნი საავადმყოფოსგან, ან რატომ არ გადაიყვანეს მართლაც იგივე გორის ჰოსპიტალში, რომელიც გასამხედროებული ობოექტია და იქ პატიმრის დაცვა წესით არ იქნებოდა პრობლემა.

სამარცხვინოა, როცა ერთ დღეს კადრებს ავრცელებ, ნახეთ სჭმელს როგორ ჭამს, რაის შიმშილობო და მეორე დღეს სწორედ შიმშილიბის გამო წარმოქმნილი გართულებების ნიადაგზე მისი საავადმყოფოში გატაცება გჭირდება. თუ არ შიმშილობდა, რა დაემართა, აბა?

თქვენ ამბობთ, ვინ არის ასეთი, რომ განსაკუთეებულად მოექცნენო. ყველა ადამიანის უფლებაა მისთვის ესა, თუ ის პრეზიდენტი არავინ იყოს, მაგრამ კითხეთ თქვენს ხელისუფლებას, რატომ უშვებდნენ მასთან დღეში 50 მნახველს, ან რატომ შექმნეს კონსილიუმი მის ჯანმრთელობაზე დასაკვირვრბლად? ყველა პატიმარს ასე ექცევიან? არა ხომ? გამოდის, თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ამიტომ თავს ნუ მოიტყუებთ.

დაბოლოს, ასე თუ გააგრძელებს, სწორედ თქვენი საყვარელი ხელისუფლება გამოძერწვას მისგან წამებულს.

თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved