• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ გინდათ ცოფის გავრცელება მთელ ქვეყანაში” – ტასო ლოსაბერიძე სეს-ს

ალია ავტორი - ალია
22:08 04-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სეს-ს მიმართავს:

,,გუშინ სურსათის სააგენტომ კიდევ ერთი ცოფის შესახებ გვაცნობა, ამჯერად ძაღლზე, რომელსაც თურმე 2 ადამიანი დაუკბენია და შემდეგ ცოფით მოკვდა.

ჩემთვის პირადად ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი, ძაღლების გაქრობის პარალელურად ცოფის ამდენი შემთხვევა რომ
ფიქსირდება და როცა ასე ავრცელებენ ამ ამბავს.
მაგალითად შარშან 10 ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცოფის ძაღლში, მაგრამ მაქსიმალურად მალავდნენ ხოლმე.
ახლა რატომ იყენებენ ასე სიხარულით ძალიან საეჭვოა.

ვთქვათ დავიჯერეთ რომ ბოლო 1 კვირაში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – სესი ოფიციალურ განცხადებაში გვეუბნება რომ გამოცხადდა კარანტინი.

აქვე გავნმარტავ რას ნიშნავს კარანტინის გამოცხადება:

კარანტინი ასეთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ თავშესაფარი დროებით იზოლაციაში გადადის, რათა არ გავრცელდეს ცოფი.
რას მოიცავს ეს პრაქტიკაში:

1. გადაადგილების სრული შეზღუდვა
• თავშესაფრიდან ცხოველების გაყვანა იკრძალება
• ახალი ცხოველების მიღებაც წყდება
• თანამშრომლები მკაცრად კონტროლდება ძაღლებთან კონტაქტის დროს

2. ინფიცირებულის იზოლაცია
• ეჭვმიტანილი ან დადასტურებული ცხოველი ცალკე, მკაცრ იზოლაციაში გადადის
• მასთან კონტაქტი მხოლოდ სპეციალურ დამცავ აღჭურვილობითაა დაშვებული

3. ცხოველების მიღება
• ცხოველების მიღება სრულად ჩერდება, მათ შორის სტერილიზაციაზეც
• მუშაობენ მხოლოდ უკვე მყოფ ცხოველებზე (მოვლა, დაკვირვება, ვაქცინაცია)
• გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ:
• მძიმე ტრავმირებული ცხოველი (გადაუდებელი დახმარება)
• და ისიც — მკაცრი იზოლაციის პირობებში.

ამ დროს რა ხდება? გვითხრეს რომ მარტვილში დაჭერილ ძაღლს ქუთაისის თავშესაფარში დაუფიქსირდა ცოფი, თუმცა დღეს სხვადასხვა ქალაქებში ისევ დაიჭირეს ძაღლები და წაიყვანეს პოპულაციის მართვის მოტივით.

თუ კარანტინი გამოცხადდა და ცოფის კერიდან წაიყვანეს ძაღლები, არანაირი უფლება აღარ აქვთ სხვა ქალაქებიდან შეიყვანონ ჯანმრთელი ცხოველები, რადგან ეს პირადპირ ცოფის გავრცელების უდიდესი რისკია.

ასევე, დღეს სურსათს ვკითხეთ ცოფის კერიდან წაყვანილი ძაღლების ბედი, უნდა დაეხოცათ თუ აპირებდნენ ძაღლებზე დაკვირვებას.
პასუხად მივიღეთ რომ ძაღლებს აკვირდებიან 10 დღის განმავლობაში, შემდეგ რას უზამენ, არ ვიცით. ოღონდ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ათეულობით ძაღლს აკვირდებიან ცოფზე და პარალელურად ჯანმრთელი ძაღლები სტერილიზაციაზე მიყავთ.

მე მართლა არ ვიცი 10 დღე რაზე აკვირდებიან, ცოფის დაკვირვების ვადები:

ის ძაღლები, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულთან, მაგრამ უკვე ვაქცინირებულები არიან ცოფზე, დაკვირვების ვადა, ყველაზე ხშირად: 45 დღე (დაახლოებით 1.5 თვე), ზოგ ქვეყანაში/პროტოკოლში: 30–90 დღე.

ხოლო აუცრელი ძაღლების შემთხვევაში ხდება გრძელი, მკაცრი კარანტინი 3–6 თვე.

სესმა გაასაჯაროვოს ინფორმაცია – რამდენი ძაღლი წაიყვანეს ცოფის კერიდან, რა ბედი ეწევათ ამ ძაღლებს, უნდა დახოცონ და დაარღვიონ კანონი თუ ჩასვან 6 თვიან კარანტინში და მოიქცენ კანონის შესაბამისად, ანუ შეაჩერონ ჯანმრთელი ძაღლების შედინება.

სურსათის ეროვნული სააგენტო, გვითხარით, თუ ცოფი ნამდვილად დაფიქსირდა, რატომ არ აჩერებთ ყველანაირ პროგრამას რომელიც ჯანმრთელი ძაღლების გადაყვანას მოიცავს?

ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ გინდათ ცოფის გავრცელება მთელ ქვეყანაში, რაც ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეში ჩააგდებს, თუკი ცოფი ნამდვილად დაფიქსირებულია.

თეგები: ტასო ლოსაბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved