• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ფაშიზმს ნიშნავს და მცდარია ღარიბაშვილის პოზიცია… – ვახტანგ მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:15 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:

„ზოგადად, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ეს ბუნებრივია და ნებისმიერი სახელმწიფოს თანამდებობის პირმა ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოში ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. არავინ არ დავობს საქართველოში იმაზე, რომ ჩვენ სასამართლოს სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკაში, არ არის მხოლოდ სასამართლოს პრობლემა. ეს არის პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ სხვა ინსტიტუტები არ გვაქვს. ამიტომ, ვერ ვწყვეტთ პოლიტიკური კრიზისის პრობლემას. შესაბამისად, ის განცხადება, რომ კანონი ყველასთვის კანონია, საქართველოსნაირ ქვეყანაში ფაშიზმს ნიშნავს. ანუ, საქართველოსნაირ ქვეყანაში თქვენ თუ ყველანაირ კანონს შეასრულებთ, რომელიც ქაღალდზე გიწერიათ და ტვინს თუ არ დავატანთ, შეიძლება, ფაშიზმი მოვაწყოთ. ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, რომელიც კრიტიკულად შეხედავს ამა თუ იმ კანონს, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, მცდარია ღარიბაშვილის პოზიცია. ნიკა მელია არ უნდა დააკავონ, მისი დაკავება იქნება პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება ორ პოლიტიკურ ძალას შორის. „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას საქმეს განიხილავს, როგორც სამართლებრივ პრობლემას, სინამდვილეში, ეს სამართლებრივი პრობლემა არ არის, არამედ პოლიტიკური პრობლემაა. შეიძლება, სამართლებრივი პრობლემის საფუძვლები არის ამ პრობლემის საწყისში. მეც ვიყავი იმ დღეს დაკავებული, როცა ნიკა მელია დააკავეს. შესაბამისად, მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ ვლაპარაკობთ, რომ მოლაპარაკების გარდა, გზა არ არის. ამას გვეჩხუბება როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რომ ჩვენ მარტო ამ პოზიციაზე ვართ და ვიძახით, რევოლუცია, პოლიტიკური დევნა არ მოსულა. ჩვენი პოზიცია არც ერთ მხარეს არ მოსწონს“

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved