• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ფაქტი ყველამ უნდა იცოდეს – ეს კაციჭამია გარეწარი უნდა ამხილოს ხელისუფლებამ – ადა მარშანია

ალია ავტორი - ალია
01:50 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ალიას” ესაუბრება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ადა მარშანია:

ძალიან მძიმე ფაქტიც მინდა გაგახსენოთ… საქმე იმაშია, რომ აფხაზეთის  სომხური დიასპორის უფროსად აირჩიეს და დღემდე ინარჩუნებს ამ პოსტს, ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი!

ეს ფაქტი ბევრმა არ იცის, არადა მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რადგან  ეს ადამიანი არის მხილებული ძალიან ბევრ სისასტიკეში და მის მიმართ საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავს!!! გალუსტ ტრაპიზონიანის ამ პოსტზე არჩევა, თვითონ სომხეთის სახელმწიფოს და იმ დიდ დიასპორას არ უნდა აწყობდეთ  ყველანაირი თვალსაზრისით, იმიტომ რომ სისასტიკით ცნობილი სადამსჯელო ბატალიონის  უფროსის არჩევა, ყველა ჰუმანიტარული, საერთაშორისო კანონმდებლობის შეურაცხყოფა და უგულვებელყოფაა და მე მაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ მაინც, თუნდაც ფაქტების ჩამონათვალით, გნებავთ საბრალდებო დასკვნის სახით, ეს კაციჭამია გარეწარი არ უნდა ამხილოს, მაშინ როცა ამის დამადასტურებული ფაქტები უამრავიააა?

იქნებ სადღაც ჩუმად დაწერეს და შენახული აქვთ პროკურატურაში და ჩვენ არ გვეუბნებიან? თუ არ გვეუბნებიან, რატო? – ეს ხომ მაინც უნდა გვითხრან? მეორე – განა ასეთი რთულია სომხეთის ხელმძღვანელებთან კულუარული მოლაპარაკება, იმის თაობაზე რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი გარეწარი, თვითონ სომხებმავე გაიწვიონ ამ დიასპორის ხელმძღვანელი პოსტიდან? ჩვენ რომ სუულ ცოტა, სახელმწიფო ვიყოთ, სახელმწიფოებრივი საკითხები გვაღელვებდეს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდეთ  მეზობელ სომხეთთან, რომელიც პირდაპირ მიბმულია საქართველოზე მრავალი ასპექტით, განა ასე მოხდებოდაა? რასაკვირველია ისინი ამაზე საჯარო დისკუსიისგან თავს შეიკავებდნენ, მაგრამ ხომ არსებობს კულუარული მოლაპარაკებებიც და რატომ არ იწუხებენ თავს, თუნდაც ამ კუთხით?

ეს ფაქტი არის ცინიზმი და მსხვილი საკითხების მოგვარება თუ არ შეუძლიათ, იქნებ ეს მაინც მოაგვარონ და მოაშორონ მკვლელი ტრაპიზონიანი იმ დიასპორას, რომელიც აფხაზეთშია?

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: ადა მარშანიამთავრობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved