• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს პატიოსანი პუტინი, საწყალი, აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე, მერე იძულებული გახდა, უკრაინაშიც შეჭრილიყო“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:28 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

„გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს. თუკი, ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“ ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვები იყო, რასაც ისინი საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ „ხალხის ძალას“, არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული ფაშიზმის იდეოლოგია ვიხილეთ, მან „ქართული ოცნების“ დოქტრინა გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის მხარდაჭერით და ზურგით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. მან, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დასავლეთი დაადანაშაულა შევარდნაძის წარმატებული რეჟიმის ცვლილებაში, რა თქმა უნდა NGO-ებთან ერთად. რომელი ფული ჰქონდა NGO-ებს კი არა, 800 მილიონი ლარი იყო შევარდნაძის დროს ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე, ეს პროგრესული რეჟიმი, რომელიც შემდეგ შეიცვალა ამერიკის აგენტებით, იგივე მოხდა თურმე, უკრაინაში და ეს პატიოსანი პუტინი, საწყალი, აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე, მერე იძულებული გახდა, ომის პარტიის, თუ რაღაც მასონური რაღაც ზეპარტიული გაერთიანების გამო უკრაინაშიც შეჭრილიყო. დანაშაულებრივი განცხადების თანამონაწილეები იყავით თქვენ, მოღალატეობრივი პროგრამის გამოცხადების დროს მასთან ერთად ტრიბუნასთან იდექით, თქვენ ქართველი ხალხი და ისტორია დაგსჯით! ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო. მე არ ვარ შევარდნაძე, მე არ ვარ სააკაშვილი, სხვა რეჟიმი ვარ, სხვა ძალები გვაქვს, იანუკოვიჩი არ ვარო, იძახდა. იანუკოვიჩი მაიდანმა დაამხო, მაგრამ ის თავის თავს აიგივებს პუტინის ზურგით მომაგრებულ ლუკაშენკოსთან, მაგრამ ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო, საქართველო არ არის ბელარუსი. ეს განცხადებები, რაც მან გააკეთა, ძალიან კარგია, რადგან მთელი საზოგადოება გამოფხიზლდა”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved