ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „ტვ. პირველთან“ ინტერვიუში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.
ცაავას თქმით, საპატრიარქო როდესაც საპატრიარქო ცესკოს თავმჯდომარეს არ ამხელს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უსამართლობის მხარესაა.
„დღეს როდესაც ის არ ამხელს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც უკვე თავისი უპრინციპობით და უღირსებით, უპასუხისმგებლობით ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა ქართველი ერი და ეს საპატრიარქოს მხრიდან არ იგმობა, ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქო არის უსამართლობის მხარეს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
კომენტარები