დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
რუსეთმა შეიძლება დიდად ვერ იხეიროს ნავთობზე ფასების ზრდით.
„როიტერსის“ ცნობით, უკრაინამ რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრე სულ მცირე 40%-ით, ანუ 2 მილიონი ბარელით დღეში შეამცირა.
ეს მოხდა ბალტიის ორივე საექსპორტო პორტზე – პრიმორსკსა და უსტ-ლუგაზე უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად.
გარდა ამისა, გასათვალისწინებულია „დრუჟბას“ მილსადენით ექსპორტის შეჩერება, ნოვოროსიისკის გავლით გადაზიდვების შემცირება, კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე სატუმბ სადგურებზე დარტყმები და მურმანსკიდან ნავთობის გადამზიდავი ტანკერების ევროპული ქვეყნების მიერ დაკავება.
სურათზე – უკრაინული დრონების დარტყმის შედეგი.














კომენტარები