• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს მერამდენე სკილაა ამერიკის ელჩის სახით! ეს მერამდენე ქარიბდაა საბჭოთა თუ ევროკავშირის ბედნიერების მომტანი! ეს მერამდენე სირინოზია ტვინს რომ გვიწამლავს?!…” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
17:01 06-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,255

პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია:

,,კელი დეგნანი – “აშშ-ს ყველაზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა”
ამ ბოლო დროს, ხშირად მიჩნდება განცდა, რომ მითების, ლეგენდების, ბიბლიური სიუჟეტების ხორცშესხმის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ სოდომ- გომორის, ლოთის უმძიმესი ცოდვის, ღმერთის გმობისა და მოკვლის მცდელობის ფაქტებზე არ ვამბობ… ყოველდღიური ყოფაც კი ოდისევსის მეზღვაურების უმძიმეს განსაცდელს მაგონებს, როდესაც ისინი სკილასა და ქარიბდას შორის მიცურავდნენ დასახული მიზნისკენ.დიახ, ორ ურჩხულს შორის მიცურავდნენ და აქთ- იქედან კი სირინოზის ხმები ესმოდათ. მომნუსხველი, ტვინისამრევი, ნეტარებაში ჩამგდები… ჰო და, ისინიც ზღვაში ეთხლიშებოდნენ ბედნიერების საზიარებლად… ეთხლიშებოდნენ და იღუპებოდნენ საშინელი სიკვდილით!
ეს მერამდენე სკილაა ამერიკის ელჩის სახით! ეს მერამდენე ქარიბდაა საბჭოთა თუ ევროკავშირის ბედნიერების მომტანი! ეს მერამდენე სირინოზია ტვინს რომ გვიწამლავს?!….
ისე, სანამ სირინოზების ხმა გაგვაბრუებს და ჩამყაყებულ წყალში გადავეშვებით, რამოდენიმე ფაქტი გავიმეოროთ:
1. ესტონეთმა დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება!
2. FOX- ნიუსიდან ტაკერ კარლსონი გააგდეს, რითაც თავისუფალი სიტყვა აკრძალეს აშშ-ში.
3. ჩეხეთის პრეზიდენტმა- პეტრ პაველმა- საკონცენტრაციო ბანაკების გახსნა ჩათვალა საჭიროდ.
4. კონგრესში ამერიკის დროშების ნაცვლად ლგბტქ+ დროშები ააფრიალეს.
5. მოლდოვამ საკუთარი ენის ნაცვლად, რუმინული ცნო სახელმწიფო ენად.
6. ნატოს გენ. მდივანმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინაში, იარაღის მიწოდებაზე გადის.”
7. შვეიცარიამ ამერიკისთვის ნებისმიერი კლიენტის ანგარიშები გამჭვირვალე გახადა. რითაც მსოფლიო საბანკო სისტემის საყრდენი შვეიცარია- ხერხემალში გადაამტვრია.
8. აშშ-ს პრეზიდენტმა- ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა იკითხოს ლგბტ პროპაგანდისტული წიგნები.
9. ჯოზეფ ბორელის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიღმა ქვეყნები – ჯუნგლებია!
10. ბერბოკის გადაწყვეტილებით, G7- ის შეხვედრის დარბაზის კედლიდან ჩამოხსნეს ქრისტეს ჯვარცმა, რომელიც 370 წელი ეკიდა იმ კედელზე!
ეს ისე, რაც გამახსენდა ბოლო ერთი წლის “მარგალიტებიდან”!
დანარჩენი, და ასეთი უამრავია, თქვენ დაამატეთ კომენტარებში, ჩემო მეგობრებო!
მე არ დავწერე ყველა ის სირინოზული გამონათქვამები, რაც ჩვენი სამშობლოს მიმართ გაჟღერდა. არც ის ქმედებები, რაც ჩვენი წუმპეში ჩასათხლეშად კეთდებოდა და კეთდება რუსულ- ამერიკული ანუ სქილა- ქარიბდის მხრიდან.
ასე რომ, როდესაც კელის თუ რომელიმე სხვა ურჩხულის სირინოზის ხმას გაიგებთ, ყურებზე ხელი აიფარეთ!
თან მუდამ გახსივდეთ ბრუტუსის სიტყვები მეგობრის მკვლელობის შემდეგ რომ ჩაიბურტყუნა:
– იცოდე, კეისარო, მენანებოდი!
მშვიდობით ნაოსნობას ვუსურვებ ჩვენ სამშობლოს ორ ურჩხულს შორის!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved