• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მე გავაკეთე”– “კატასტროფა რუსეთი”, NATO-ს მოკავშირეების ახალი ვალდებულება და ტრამპის დაპირება

ალია ავტორი - ალია
20:48 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე, თქვა:

NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 5%-მდე დრამატულად გაზრდის ვალდებულება აიღეს. ის, რაც შესაძლებლად არავის მიაჩნდა, ახლა ამბობენ, რომ “ეს თქვენ გააკეთეთ ბატონო [ტრამპ], ეს თქვენ გააკეთეთ”, არ ვიცი ეს მე გავაკეთე თუ არა, მაგრამ მგონია, რომ მე გავაკეთე.

ეს გახდება ცნობილი როგორც ჰააგის თავდაცვითი ვალდებულება, რაც ძალიან კარგი და შესაბამისია. როდესაც მოკავშირეები მიაღწევენ ამ რიცხვს, ეს წელიწადში ერთი ტრილიონ დოლარზე მეტს დაგვიმატებს. დაფიქრდით, წლიურად ერთი ტრილიონი დოლარი ჩვენი საერთო თავდაცვისთვის. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი გამარჯვებაა აშშ-თვის, რადგან ჩვენ გაცილებით მეტს ვიხდიდით, ვიდრე სამართლიანი წილი მოითხოვდა. ეს საკმაოდ უსამართლო იყო.

ეს ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისთვის დიდი გამარჯვებაა. ევროპა აქტიურდება და იღებს მეტ პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებაზე, რაც მომავალში მათ ისეთი კატასტროფების პრევენციაში დაეხმარება, როგორიცაა რუსეთისა და უკრაინის ვითარება და ვიმედოვნებ, რომ მას მალე შევაჩერებთ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის.

“მხარს ვუჭერ მე-5 მუხლს, აქ ამიტომაც ვარ. მხარს რომ არ ვუჭერდე, აქ არ ვიქნებოდი.” – თქვა ტრამპმა.

ხოლო რეპორტიორის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა იგი NATO-ს ქვეყნებს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “ახლა რა ვთქვი? კი, რა თქმა უნდა, რატომ ვიქნებოდი აქ?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved