“ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს მდგომარეობა ასე დასრულდება სწორედ, უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება დასრულდება, მაგრამ ამ ხელისუფლების დასასრული რომ ახლოს არის, ეს თვითონაც იციან ძალიან კარგად. ამ წუთში ამ ეტაპზე ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა, თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება, ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება”, – თქვა ნიკა გვარამიამ.














კომენტარები