ინგა გრიგოლია ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„დაღუპული ადამიანების რიცხვს უკვე ვეღარ ვითვლით და ეს მავნებელი რას ბედავს! ეს მართლა მავნებელი და ფსიხი. ოღონდ მეორე ტური არ წააგონ და მზად არიან, ყველა საძაგლიბას მოაწერონ ხელი“
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას:
„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“
კომენტარები