• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს კოვიდრეგულაციები და სავალდებული ვაქცინაცია, ტიკარაძის გადადგომის მთავარი მიზეზის გადასაფარად შემოაგდეს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
04:06 12-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი იმიტომ გადადგა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა კოვიდპანდემიის საკითხებში, ამის საფუძველზე მოხდა მათ შორის კონფლიქტი და იმიტომ წავიდაო. ვიცი, თქვენ ეკა ტიკარაძის გადადგომის სხვა ვერსია გაქვთ – რომ ის ჯანდაცვის სისტემაში კორუფციას გაექცა და ასევე, მინიმალური თანხით დაფინანსებული სამინისტროს ხელმძღვანელობა არ ისურვა. თუ შეიძლება,უფრო დეტალურად მითხარით ამ მიზეზის შესახებ.

– ეს ვერსია კი არა, რეალობაა, ჩემო კარგო. ეს კოვიდ რეგულაციები და სავალდებული ვაქცინაცია, მინისტრის გადადგომის მთავარი მიზეზის  გადასაფარად შემოაგდეს. რომელი ვაქცინაციის  გამო გადადგა ტიკარაძე, როდესაც თავად არ არის ორჯერ აცრილი, მეორე აცრა ჯერ არ გაუკეთებია და რაც გაიკეთა, ვაქცინა იყო თუ „ც“ ვიტამინი, კაცმა არ იცის. ეკა ტიკარაძე ფინანსების გამო გადადგა. ჯანდაცვის  სამინისტროს   ბიუჯეტი შემცირებულია, კოვიდსიტუაცია დამძიმებულია და ამ დროს, კოვიდთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხები, მათ შორის, აღებული საგარეო ვალები შეჭმულია.  ეს უზარმაზარი თანხები როდესაც შეჭამეს, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ქვეყანაში როგორ განვითარდებოდა  პანდემია და რა  მასშტაბებს მიიღებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ  მხოლოდ აცრა არ შველის  ამ  სიტუაციის დარეგულირებას, აცრილები მაინც ავადდებიან ამ ვირუსით. შესაბამისად, თანხები ყველა მიმართულებით საჭიროა. ამ შესანიშნავმა სამეულმა, ე.წ. მუშკეტერებმა  თავი გაიპამპულავეს, მოიპარეს ფული, რაც იყო მოსაპარი ჯანდაცვის  სამინისტროსთან  ერთად. ამას დავამატოთ სოციალურად დაუცველთა შემცირება, რომელსაც აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი. 200 000 კაცისთვის უნდა დახმარების შეწყვეტა. რადგან ჯანდაცვის  სამინისტროს ბიუჯეტი არ გაიზარდა,  სისტემა ჩაეფლო კორუფციაში, ტიკარაძემ წასვლა გადაწყვიტა – ამ გაგანია პანდემიის დროს, უფულო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დიდი რისკია. კიდევ უფრო რომ დამძიმდეს კოვიდსიტუაცია, მას დაბრალდებოდა. არადა, სოლიდური ფინანსები თუ არ არის, პანდემიას შესაფერის წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. მერე, ყველაფერი ჯანდაცვის მინისტრს დაბრალდებოდა – პანდემიის მასშტაბების ზრდა, გარდაცვლილთა რაოდენობა. მერე აღმოჩნდებოდა, რომ არ არის საკმარისი ჟანგბადის აპარატები, მედიკამენტები, საწოლფონდები და პასუხს ტიკარაძეს მოსთხოვნდნენ. ამ დროს „მუშკეტერებმა“ მოიპარეს ფული და პასუხი ტიკარაძეს უნდა ეგო. ლოგიკურად მოიქცა ტიკარაძე. „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა და ტიკარაძის გადადგომა ამის გამოძახილია. ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერია ამ საქმეში,  ერთმანეთს შეატოვა ღარიბაშვილი და ტიკარაძე და ეს ბრძოლა მოიგო ღარიბაშვილმა. მეორეც, ეკა ტიკარაძის მეშვეობით მოხდა სამედიცინო კონსილიუმის შექმნა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არც  ეს შედიოდა ღარიბაშვილის გეგმებში. მოკლედ, მათ შორის დაპირისპირების თემები ძალიან ბევრია და ერთმანეთის ჯინაზე მოქმედებდნენ.

– ეკა ტიკარაძე რატომ არ ამბობს, რომ სისტემაში კორუფციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მწირი დაფინანსების გამო გადადგა? თქვას, ამხილოს ის ხალხი, ვინ დიდი ფული იშოვნა ამ პანდემიის დროს, ხალხის გაუბედურების ხარჯზე. ეს რა ჩვევა აქვთ ამ მინისტრებს – წავლენ და წასვლის რეალურ მიზეზს არ ასახელებენ.

– „ქართულ ოცნებაში“ მიჩვეულები არიან ყველაფრის მიზეზის დამალვას. პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გადადგა და მიზეზად „იუნისეფის“ კვლევა დასახელდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში თურმე ბავშვები შიმშილობდნენ. მანამდე არ იცოდნენ, რომ ათასობით ბავშვი შიმშილობდა? ან როდის იყო, რომ ამ ხელისუფლებას ბავშვების შიმშილი ადარდებდა? კარგი, გადადგა  კვირიკაშვილი და რა გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვებმა აღარ იშიმშილონ? არც არაფერი. დღეს ბევრად მეტი ბავშვი შიმშილობს, ვიდრე მაშინ. კვირიკაშვილისა და ივანიშვილის პოზიციებს შორის არ იყო თანხვედრა, ქვეყნის განვითარებასა და სხვა და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებთან დაკავშირებით.

– ერთი მათგანი ანაკლიის პორტის აშენება იყო, რასაც კვირიკაშვილი უჭერდა მხარს და  ივანიშვილი წინააღმდეგი იყო.

– მარტო ანაკლიის პორტი არ იყო, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს ერთი პროექტი იყო. ძალიან ბევრი ნიუანსი იყო. ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონის, გიორგი კვირიკაშვილის შიში გაუჩნდა. კვირიკაშვილმა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები განახორციელა უცხოეთის ქვეყნებში, ძალიან კარგი პირადი ურთიერთობები ჩამოაყალობა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან, საკმაოდ წონიან დასავლური ტიპის ლიდერად იყო აღქმული. ვფიქრობ, ამან ბიძინა ივანიშვილის შეშფოთება გამოიწვია, მასში შესაძლო კონკურენტი დაინახა და გადააყენა პრემიერის თანამდებობიდან. არც გიორგი კვირიკაშვილს დაუსახელებია გადადგომის რეალური მიზეზი, არც სხვა პრემიერ–მინისტრებს და მინისტრებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების გამო გადადგნენ, ან „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას შეეწირნენ. ეს ამათი სტილია, სიმართლე უნდა დაუმალონ ხალხს.

– მიუხედავად იმისა, რომ ტიკარაძის წასვლის ერთ–ერთი მიზეზი, როგორც თქვენ ამბობთ, სხვების მიერ მოპარული თანხებია, თუ ასეა, მომავალში მინისტრი პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევა. სავარაუდოდ, მინისტრის ხელმოწერილი ბრძანებულებები და დადგენილებების საფუძველზე იპარავდნენ იმ ფულს. შესაძლოა, ტიკარაძეს არაფერი მოუპარავს, მაგრამ მის დაქვემდებარებულ სისტემაში სხვები იპარავდნენ და არაფერი გააკეთა ამის აღსაკვეთად. ეს უკვე დანაშაულია.

– რა თქმა უნდა. ტიკარაძე როდესაც მოვიდა, თავიდან დაპირისპირებული იყო იმ  სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს ზოგიერთ წევრთან, რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად შეიქმნა. მერე რატომღაც მიჩუმდა ეს დაპირისპირება. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ სჩვევია პერსონების ასე ჩუმ–ჩუმად გარიდება და ჰგონიათ, რომ რაღაცას გადააგორებენ და არავინ არაფერს მოსთხოვს. ახლა, თუ ტიკარაძე დამნაშავეა და ეს დაუმტკიცდა, ცხადია, პასუხიც უნდა აგოს, ეს საკამათო არ არის.

თეგები: დავით ჭიჭინაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved