• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კონსტიტუციის დარღვევაა და ქმნის განცდას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს მთავრობის თვითნებობის გადაფარვას” – “დემოკრატიის ინდექსი”

ალია ავტორი - ალია
16:39 07-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

არასამთავრობო ორგანიაცია “დემოკრატიის ინდექსი” განცხადებას აქვეყნებს:

“პრაიდის კვირეულში“ მომხდარ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებასთან დაკავშირებით შსს მინისტრის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაჟღერებული სხდომის გადადების სურვილი, რაც  შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დაკმაყოფილდა, კონსტიტუციის დარღვევაა და ქმნის განცდას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს მთავრობის თვითნებობის გადაფარვას.

პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოსმენის დაწყებას წინ უძღოდა მედიის წარმომადგენლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შემცველი საპროტესტო ბანერების და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოების გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის ეს ფორმა ხელს არ უშლიდა სხდომის წარმართვას, საპარლამენტო უმრავლესობამ არ ისურვა პროტესტის ფონზე მინისტრის მოსმენა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით პროტესტი ამორალური იყო და არსებული დესტრუქციის ფონზე საქმიანი პროცესის გაგრძელება შეუძლებელად მიიჩნია. იგივე პოზიცია გააჟღერა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის სურვილი კითხვა-პასუხის რეჟიმის გაგრძელება იყო,  პარლამენტის თავმჯომარემ სხდომა შეწყვიტა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა[1]. პროცედურულად შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე წარმდგარიყო პლენარული სხდომის წინაშე, რითაც პარლამენტს გაუჩნდა ვალდებულება მოესმინა მინისტრისთვის. ეს კონსტიტუციური ვალდებულება არ შეასრულა. სხდომის ამ საფუძვლითა და ფორმით შეწყვეტის მექანიზმს კანონმდებლობა არ იცნობს და მმართველი პარტიის ინიციატივა, შემდგომ კი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სცდება კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილ წესს.

მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული პროტესტის მინისტრის მოსმენის შეწყვეტის საბაბად გამოყენება ქმნის განცდას, რომ მათ არ სურდათ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის ჩატარება. ამავეს ადასტურებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად[2], შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე არ იქნა დაბარებული. მსგავსი პრეცედენტები ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მის საკონტროლო უფლებამოსილებებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.

[1] საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

[2] ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დაიბარაhttps://mtavari.tv/news/49021-5-ivlisamde-mtsire-droa-shs-ministris-mocveva

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“  ინიციატივა შინაგან საქმეთ მინისტრის კომიტეტზე მოწვევის შესახებ https://www.interpressnews.ge/ka/article/665032-prakcia-lelo-partnioroba-sakartvelostvis-vaxtang-gomelauris-parlamentshi-gamocxadebas-momavali-kviristvis-itxovs/https://www.interpressnews.ge/ka/article/665032-prakcia-lelo-partnioroba-sakartvelostvis-vaxtang-gomelauris-parlamentshi-gamocxadebas-momavali-kviristvis-itxovs/

თეგები: დემოკრატიის ინდექსივახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved