• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ხალხი უკვე საპროტესტოდ გამზადებულია, ხელისუფლებას დაიცავენ კი არა, მის მოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებენ” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
23:32 05-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,591

ლევან ჯავახიშვილი

,,ალია” ესაუბრება ,,ტრიბუნას” დამფუძნებელს, ყოფილ პარალმენტარ დავით ჭიჭინაძეს:

– ბატონო დავით, ,,ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება, პარალელურად, ახალგაზრდობის გამოსვლები არ წყდება, უპრეცენდენტო რაოდენობის, 200  000 ადამიანი გამოვიდის საპროტესტო აქციებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ხალხის ეს ბრძოლა? შესძლებს ხალხის გატეხვას ბიძინა ივანიშვილი და დაამყარებს ქვეყანაში დიქტატურას?

– მოდით, ხალხის თვლას თავი დავანებოთ და მარტივად ვთქვათ–ამდენი ადამიანი რომ ქუჩაში გამოსულიყო, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხალხთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც ეს ხელისუფლება მოიგებს. რადგან ხალხმა გაიღვიძა, აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპასთან, ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის გარდა, სხვა პერსპექტივა ამ ქვეყანას არ გააჩნია. „ქართულ ოცნებას“ეგონა, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი ჩაკლა, იმიტომ იკადრა უკადრებელი და შარშან, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონი, ხელახლა შემოიტანა და სამი მოსმენით მიიღო. ხალხს მგონი ყველა ლიდერი შეპირდა საჯაროდ, ამ კანონს დავივიწყებთ, აღარ შემოვიტანთო და მოატყუეს. ეს ტყუილიც იყო იმის მიზეზი, რომ პროტესტმა ასეთი სახე მიღო. ხალხმა დაინახა საშიშროება, რომ ამდენი წლის მონაპოვარი, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, უცებ ვიღაც ცდილობს, ეს ყველაფერი გაანიავოს და წყალს გაატანოს. არადა, რა აღარ გადავიტანეთ და ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია–ომები, დემოგრაფიული კატასტროფა, სიდუხჭირე და ათასი უბედურება. ვერავინ ვერ მოერევა ქართველ ხალხს.

–პროცესები როგორ შეიძლება წარიმართოს? არჩევნებამდე მიაღწევს „ქართული ოცნება“ თუ შიდა განხეთქილების გამო მანამდე ჩამოიშლება? გავიხსენოთ ის სანქციები, რასაც ამერიკა და ევროპა ჰპირდებიან „ოცნების“ დეპუტატებს,აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს და  მათ ოჯახის წევრებს.

– ეს ხალხი იმიტომ კი არ გამოვიდა გარეთ, რომ ამათ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ. არჩენები არაფერ შუაშია. ეს ხელისუფლება არჩევნებამდე ამ ქვეყანას დააქცევს. ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომ ქვეყანა დაიცვან ამ ბოროტებისგან. ისინი იბრძოლებენ, ვიდრე არ მიიღებენ სასურველ შედეგს. „ქართული ოცნება“ ჯიბრში ჩაუდგა ახალგაზრდებს, ძალაობს, ბოლომდე თავისის გატანა უნდა, იმ კანონისა და მერე სხვა რაღაცებისაც. არ მგონია, „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ცხელი თავები იყვნენ, რომ ამ სანქციების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ. ამერიკის სახლმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის დახურული შეხვედრა ბიზნესმენებთან საერთოდ არ გაშუქებულა. რატომ? რა ითქვა იქ? რა გზავნილები მიიღო ქართულმა ბიზნესმა?პარლამენტში ბიზნესმენები რომ სხედან „ქართული ოცნებიდან“, მათაც შეექნებათ პრობლემები. სერიოზული ბერკეტები აქვს დასავლეთს. თუნდაც, ლარის კურსის ჩამოქცევა ძალიან იოლად შეიძლება, ჩვენ ვნახეთ ეს ამ დღეებში. დაიწევს საბაზრო რეიტინგები, ინდექსები და ეს უკვე სიგნალი იქნება, რომ ქვეყნიდან ფული უნდა გავიდეს, აქ ინვესტორი შემოვა კი არა, ერთი არ დარჩება, ვინც არის. იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გვაქვს და უამრავი სახის პროდუქციას ვერ შემოვიტანთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან, ამით ლარის კურსი მაშინვე დაეცემა, ხელფასები ვერ გაიზრდება, შემოსავლები გაქრება. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები დაინახავენ, რომ მათი ხელფასით უკვე არსებობაც შეუძლებელი გახდება, არათუ ცხოვრება. ეს ხალხი უკვე საპროტესტოდ გამზადებულია, ხელისუფლებას დაიცავენ კი არა, მის მოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებენ. ეს დღევანდელი კონფორმისტები წინა ხაზზე დადგებიან. ბევრი ბერკეტი აქვს დასავლეთს და არ გაჩერდებიან. მოკლედ, რჩევნებამდე აპირებენ ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ დასრულებას და დაასრულებენ კიდეც.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved