• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს კაცი – ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ჩვენს ქვეყანას – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
14:29 02-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პრემიერ-მინისტრი იტყუება, რომ რუსეთს ვერაფერი გააჩერებს –  “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერ მინისტრის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილი საქართველოს არცხვენს:

“მაშინ, როდესაც უკრაინელი გმირები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სახელმწიფოს და ებრძვიან რუსულ იმპერიას, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო არის გაერთიანებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მაშინ, როდესაც თავისუფლების იდეა დღეს ამარცხებს კრემლის ბოროტების იდეას და ეს მთელი ბრძოლა გადის ერთიანობის და ეროვნული თანხმობის ხაზზე, ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო ადამიანის განცხადება, რომელსაც დღეს ეწოდება პრემიერ-მინისტრი.

ჩვენ მოვისმინეთ რუსული განცხადება, სადაც პრემიერ-მინისტრი იტყუება, რომ რუსეთს ვერაფერი გააჩერებს. მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული უკრაინის პრინციპული მებრძოლი შემართებით, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსული იმპერია, იმიტომ, რომ ვერ შეძლო უკრაინის აღება. ბოროტების იმპერია ვერ ამარცხებს ეროვნულ თანხმობაზე დაფუძნებულ ამ ბრძოლისუნარიან ხალხს და ამ დროს ერთადერთს, რასაც ჩვენ ვისმენთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ეს არის ღვარძლი, ზიზღი, დანაწევრება და რუსული ტყუილები. ის, რომ სანქციები არის არაეფექტური – ეს არის რუსული ტყუილი, ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი – ეს არის რუსული ტყუილი, ის, რომ უკრაინა ვერ მოიგებს – ეს არის რუსული ტყუილი. მაშინ, როდესაც ხალხი ომის დაწყების პირველი წუთიდან ძალიან ღირსეულად ვუდგავართ გვერდში უკრაინას და თავისუფალ სამყაროს და როდესაც მოქალაქეების უამრავი ინიციატივაა, დახმარების თუ თანადგომის, ჩვენ ვართ ყველანი უკრაინის გვერდზე, ეს კაცი – ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და დღეს 7 საათზე პარლამენტის წინ ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved