პოლიტიკოსი, ნათია მეზვრიშვილი:
ტყუილია, რომ ვინმე იგებს ვის მიეცით ხმა;ტყუილია, რომ ვინმე იგებს რომელ საათზე წუთზე და წამზე მიეცით ხმა;
როცა გინდათ, მაშინ მიდით საარჩევნო უბანზე;
არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა.
ყველა რეგიონიდან მოდის ცნობები რომ:საჯარო მოხელეებს ოჯახებიანად უბნებზე იბარებენ კონკრეტულ დროს (მაგ.: 12 საათამდე). ატყუებენ, რომ თითქოს გამოცხადების დროის მიხედვით არკვევენ ვის მისცეს ხმა;
ოპოზიციურ ამომრჩევლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს (ზოგს ფულის სანაცვლოდ, ზოგს მუქარით). ეს ხალხი არჩევნებზე ვეღარ მიდის, მათი პირადობით კი ხმას აძლევს სხვა. კარუსელის ახალი მეთოდია.
კომენტარები