ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუცია გამოსაიებელია, განსაკუთრებით, რუსეთის ჩართულობის და როლის ჭრილში.
„ნათელაშვილი: “ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს ე.წ. ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფოს ძალადობრივი გადატრიალება, იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით.”ვრცელი პოსტია. შევარდნაძეს ხელშეუხებლობა სჭირდებოდაო. მერე ბიძინასაც მისწვდა, ჩვეულ სტილში. რა ვიცი, ფანჩატურში კი მასპინძლობდა ნაცმოძრაობას…მოკლედ, ეს კარის რევოლუცია გამოსაძიებელია, განსაკუთრებით რუსეთის ჩართულობის და როლის ჭრილში (ივანოვის რამდენჯერმე ჩამოსვლა, ზარები მოსკოვიდან და სხვა)“ – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები