“ქართული ოცნების” წევრებმა დღეს მედიასთან განმარტეს, როგორ იმუშავებს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები.
“ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ ბევრმა ორგანიზაციამ მოახერხა კანონის გვერდის ავლა.
არაერთმა ორგანიზაციამ მოახერხა, რომ ამ კანონის გვერდის ავლით მაინც მიეღო დაფინანსებები, მაგალითად რიგი ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” გადარეგისტრირდა და ის არა უცხოური ინტერესების გამტარი, არამედ უშუალოდ უცხოურ ძალად დაფიქსირდა და შესაბამისად ამ კანონის გვერდის ავლით ისევ განაგრძობს უცხოური დაფინანსების მიღებას და რაც მთავარია ამ დაფინანსების გამოყენებას საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისთვის. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი. მათ შორის, ეს შეეხება შპს-ების შემთხვევასაც და ინდივიდების შემთხვევას,” – თქვა ნინო წილოსანმა.














კომენტარები