დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ისე, ეს “კანონი” უბრალოდ აღიარებაა, რომ ამდენი მილიონის მიუხედავად, რაც პროპაგანდაში ჩაათხლიშა “ქოცნებამ”, მაინც ჩაისვარა მათმა პროპაგანდამ.
თორემ საერთოდ არ იქნებოდა საჭირო ეს ცვლილებები “კანონში”.
და მართლაც , რომ დააკვირდე მათ პროპაგანდას:
“გლობალური ომის პარტია” და “დიფ სტეიტი” – უკვე თავად “ქოცები” დასცინიან;
“რა არის ცუდი გამჭვირვალობაში?!” – ამდენი კორუფციონერის პატრონი რომ “გამჭვირვალობას” არ უნდა ახსენებდე, უკანასკნელი იდიოტიც მიხვდა;
“ომში გვითრევენ” – თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების უფროსი ყველა მექრთამე აღმოჩნდა და რაის “ომში გითრევენ’ თუ ჩემი ძმა ხარ;
“ბოდიში აფხაზებს და ოსებს” – ბატონი ბიძინა სოხუმს და ცხინვალს იბრუნებს, რუსებთან უკვე შეთანხმებულია ყველაფერი, რუსებთან დალაგებულიაო და კი ხედავთ, რამდენად “მივუახლოვდით” სოხუმს თუ ცხინვალს;
“პროტესტი მოსყიდულია” და ასე შემდეგო და აქაც ვერაფერს მიაღწიეს. ყველა კარგად ხედავს ყველაფერს.
“ტრამპი მოვა და დავალაგებთ” – 0.
“ევროპასთან დავალაგებთ” – 0.
ჩინეთი – გავიდა მომსახურების ზონიდან.
სომხეთსა და აზერბაიჯანთანაც კი დაიძაბა ურთიერთობა.
და რუსეთთანაც რაა “დალაგებული” თქვას ვინმემ.
● სულ დამავიწყდა – ვერც რუსეთმა დაამარცხა უკრაინა და გავიდა დნეპრსა თუ ვისლაზე.
ჰო-და ჩავარდა მთელი მათი პროპაგანდა და ან ხმის ამოღება უნდა აგვიკრძალონ, ან “პოსტვ” და “ტვიმედი” დაშალონ.
და უფრო იოლი გზით არჩიეს წასვლა. აბა “ტვიმედს” ხომ არ დაშლიან, მერე როგორ გავიგებთ ვის ეცვა მინოტავრის კოსტიუმი?.














კომენტარები