ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს:
“თუ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ უკრაინის ღიად მხარდაჭერას ვერ ბედავს, არამედ რუსეთს კონტრაბანდისტული გზით უკრაინელების ხოცვაში ეხმარება, როგორც ამას უკრაინის დაზვერვა იუწყება, ეს ისტორიული დანაშაული მხოლოდ ვინმე ღარიბაშვილზე თუ კობახიძეზე კი არ ვრცელდება, არამედ მთელ საქართველოზე, მთელ ქართველ ერზე.
აქ „ქოცი არასდროს ვყოფილვარ“ და „ხმა სხვას მივეცი“ არ გამოდგება.
როდესაც შენი სახელმწიფო ჩადის დანაშაულს, დამნაშავე მთელი ერია, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და მის პოლიტიკას თუ არ დაეთანხმა, ხელი მაინც არ შეუშალა.
ესაა ერი-სახელმწიფოს პრინციპი.
საქართველოს, ანუ ქართველი ერის რეპრეზენტანტი დღეს დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველი კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, ის ქმნის ფაქტებს, მისი ხელმოწერით და სიტყვით საქართველო ლაპარაკობს და, შესაბამისად, მასზეც მთელი საქართველოა პასუხისმგებელი.
ისტორია ასე განსჯის, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკა.
არც გერმანელებისთვის უპატიებიათ ნაციზმი და არც რუსებს პატიობენ პუტინს, დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვისი მომხრე იყო და გულში რას მღეროდა.
ესაა რეალობა, ყველაფერი დანარჩენი ლირიკაა”, – წერს მაისურაძე.
კომენტარები