პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში არის სოფელი, სადაც არ სჯერათ რომ კორონავირუსი არსებობს.
„მუშევანი სამწუხაროდ ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს“, – განაცხადა post tv-ის ეთერში იმნაძემ.
„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“
კომენტარები