• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული კონცერტი, სადაც მომღერლები ხელისუფლებას ხოტბას შეასხამენ“

ალია ავტორი - ალია
15:35 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ანი დვალიშვილი

კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ფაქტი. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება უნდა გაიმართოს. ხელისუფლება ამ ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს, ანუ სცენაზე არ უნდა ავიდნენ ის მომღერლები, რომლებიც „ოპოზიციას უმღერიან“. ამიტომ, თავიდან გადაწყდა, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტს შეთანხმება პარტიულ ხაზთან გაევლო და ისე შეერჩია მომღერლები, თუმცა ამან დიდი დრო, ადამიანური რესურსი წაიღო და რაც მთავარია, გაირკვა, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში, წარმოდგენაც კი არ აქვთ, ვინ ვის მხარესაა შოუ-ბიზნესის სფეროში. ამიტომ…

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, საახალწლო კონცერტებს ხელისუფლება გამართავს და სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ამ ყველაფერს ერთგვარი ტურნე დაერქმევა, მაგრამ რეალურად, ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული კონცერტი, სადაც მომღერლები ხელისუფლებას არაპირდაპირ ხოტბას შეასხამენ და.. „ჩემი საქართველო აქ არის“ იმღერებენ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ადრე დავწერეთ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო მარათნს უკვე მომავალი წლიდან იწყებს და გაზაფხულზე უკვე შტაბებიც გაიხსნება, რათა ერთი წლის თავზე, არჩევნებისთვის ყველაფერი მზად იყოს. ჰოდა, აგერ, სწორედ წინასაარჩევნოდ, ამ კონცერტებსაც გამოიყენებენ და მომღერლებსაც იმ ნოტებზე ამღერებენ, როგორებიც თავად სურთ. რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს ქვეყნის მასშტაბით და რამდენის გადახდა გვიწევს ჩვენ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ თანხა რამდენიმე მილიონი რომ იქნება, ადვილი მისახვედრია. ზოგადად, საახალწლო ღინისძიებებზე, თავის განათებებით და ცეკვა-თამაშით, ასეულობით მილიონს ვხარჯავთ და ეს ფული… თუნდაც სოციალური მიმართლებით რომ დავხარჯოთ და იმ 100 მილიონად, დაახლოებით 2 ათას უბინაო ოჯახს რომ ბინა ვუყიდოთ, ეგებ რამდენიმე წელიწადში, პრობლემა მოიხსნას და ღამე ადამიანები ქუჩაში არ გაიყინონ. თუ ბინებს არ იყიდიან, მაშინ ერთი, დიდი თავშესაფარი ავაშენოთ რომელიმე რეგიონში, სადაც ადამიანები ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ, მაგრამ არა – ეს თავშესაფარი წინასაარჩევნოდ არ გამოდგება, აი სცენიდან „ოცნების“ მხარდაჭერა კი…

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved