• რეკლამა
  • კონტაქტი
10:55, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იქნება ის, რაც ამ რეჟიმს მოუტ&ნავს დედას” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
13:58 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,754

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

ნიკა კაციას პროცესზე ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც, კონიაკით მთვრალმა, 14 გრ კოკაინი ჩაუდო ადამიანს, რომელსაც სიგარეტის ფულის პრობლემა ჰქონდა.
არაფერი ახსოვს. საერთოდ არაფერი. დიდი ხნის წინ მოხდაო. თუმცა დეტალებში ჰყვება ქურთუკის რომელი ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, შიგნით ფხვნილით.
ბადრაგი, რომელსაც ნიკა დაჰყავს ციხიდან სასამართლოზე და პირიქით, უყურებს და უსმენს ამ ყველაფერს. შეუძლებელია ვერ ხვდებოდნენ რომ ფარსია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. შეუძლებელია არ ესმოდეთ რომ ამ სიყალბეს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. კეთილი, აზრიანი, მხიარული და სრულიად უბოროტო ადამიანის. მაგრამ ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” მოუდში არიან.
მანდატურები, რომლებიც დამსწრეებს გვარეგულირებენ დარბაზში თუ მის გარეთ, უყურებენ და უსმენენ ამ ყველაფერს. პრაქტიკულად ყოველდღე. ხედავენ რომ საქმე (საქმეები) თეთრი ძაფით ნაკერია და დღედღეზე სრულიად უდანაშაულო ადამიანს ციხეში გაუშვებენ რამდენიმე წლით. ერთს არა, წყებას უდანაშაულო ადამიანების. მაგრამ ,,მე აქ წესრიგს ვიცავ” მოუდში არიან.
პროკურორი, რომელიც ჩაჯმული და თვალებგადმოკარკლული ზის იმის შიშით რომ მის მოყვანილ მოწმეს შემთხვევით რამე არ წამოსცდეს ისეთი რაც სიმართლეს ცხადს გახდის. რომელიც ყოველ მეორე წინადადებაზე ეჩრება ბრალდებულს საუბარში რომ დაასწროს მოწმეს სწორი პასუხის გაცემა. და მაინც, სიმართლე ცხადზე ცხადია. ყველა, ვინც ესწრება ამ სპექტაკლს, ხვდება ამას. მაგრამ ამ ჰალსტუხიან კომკავშირელს საბოლოო ჯამში არც ეგ აღელვებს. დავალება აქვს რომ ეს ტყუილი ბოლომდე დაიცვას და ადამიანი, რომელსაც სიკეთის მეტი არავისთვის არაფერი გაუკეთებია, ციხეში გაუშვას რამდენიმე წლით. ეს ჰგონია საქმე. ესე ჰგონია სწორი. რაღაც უფრო დიადს ემსახურება ვიდრე სიმართლის დადგენა. შეაქებენ, პრემიას მისცემენ, დააწინაურებენ, კაცი გახდება თავის გარემოცვაში.
პოლიციელი, რომელიც სისტემაში მუშაობამ ბოლომდე გარყვნა, რომელსაც აღარც კი ახსოვს როდის ჩაუდო პირველად ვიღაცას რაღაც კანონსაწინააღმდეგო, როდის გაწირა პირველად ცრუ ჩვენებით ციხისთვის უდანაშაულო ადამიანი, როდის დაიჯერა პირველად რომ ასეა სწორი რადგან ასე აკეთებს ყველა ამ სამსახურში, რელიგიურ ფიცს დებს ღვთის წინაშე რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვის და შემდეგი წინადადებიდან იწყებს მხოლოდ ტყუილების მოყოლას. ნული ემოცია. ნული სინანული. ნული დაფიქრება იმაზე რას აკეთებს. ნული ეჭვი. საღამოს, თუ გაუშვეს სახლში დასასვენებლად და ისევ სადმე ქუჩაში ყოფნა არ მოუწია, წავა და ცოლ-შვილს ჩაეხუტება. დაიძინებს დაღლილი მშვიდად.
მაგრამ ამ ცირკში ყველაზე ამაზრზენები მაინც მოსამართლეები არიან. ამ ჯოჯოხეთური ტყუილების ნიაღვარს, ტყუილების რომლებსაც კონკრეტული ადამიანების ცხოვრების კონკრეტული წლები ეწირება, ხელოვნური სიმართლის ბეჭედს ეგ მანტიამოსხმული, სინდისისგან დაცლილი მარიონეტები ასვამენ. მანამდე კი ცირკს ხელმძღვანელობენ, სადაც ყველამ ყველაფერი იცის, სადაც ყველაფერი ხელის გულზე დევს, სადაც მხოლოდ გონებაშეზღუდულს შეიძლება დარჩეს კითხვა იმასთან დაკავშირებით სადაა სიმართლე და სად ტყუილი.
ტყუილი არის რეჟიმის მთავარი საყრდენი და სინდისის მქონე ადამიანებთან ბრძოლის მთავარი იარაღი.
მე არ ვიცი რამდენი ხანი დაგვჭირდება ბრძოლა გამარჯვებამდე, მაგრამ იგივე ტყუილი იქნება ის რაც ამ რეჟიმს მოუტ&ნავს დედას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved