• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კიდევ ორი ჯგუფია” – ვინ შეიძლება კიდევ შევიდეს პარლამენტში?

ალია ავტორი - ალია
16:02 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსთან” “პატრიოტთა ალიანსის” სიის წევრების პარლამენტში შესვლაზე საუბრობს:

“სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არადამაჯერებელი იქნება. ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში – როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან. ესენი არიან უბრალო ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი. ეს ოთხივე ადამიანი არიან ბიზნესმენები, ისინი არ არიან პარტიული ფასეულობის მატარებლები, ინვესტიციას აკეთებენ მოგების მიზნით, პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია და მათი მონაგარი არის საპარლამენტო სავარძელი, რომელიც ისევ თავის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. ეს არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სისტემური მანკიერება, რომელიც ახლა გამოვლინდა ,,პატრიოტთა ალიანსში”. ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ “პატრიოთა ალიანსის” შესვლას, ეს არიან უპარტიო ბიზნესმენები, შესაბამისად ისინი ვერ გახდებიან “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებას” ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი. ამით ვერ სრულდება ის ამოცანა, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება, 113 – კაციანი კვოტა ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად მრავალპარტიულობის იმიტიციის ამოცანა ვერ სრულდება. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, ვიცით, რომ არის ალეკო ელისაშვილის ჯგუფი და “გირჩის” ჯგუფი, ალბათ უახლოეს დროში ყველაფერი ცნობილი გახდება”

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved