• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იყო რუსეთის გეგმა – მინიმუმი“ – რა შედარებებს აკეთებს ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
20:36 03-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,847

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ,  უკრაინაში, როგორც იტყვიან, ავის მომასწავებელი სიჩუმეა… სხვაგვარად,  დიდი ომის მომასწავებელი. როგორ შეაფასებთ ამ ერთგვარ რუტინას   უკრაინაში  და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

– უკრაინაში მიდის პოზიციური ბრძოლები. რუსები კვლავ გაიჭედნენ, ვერ ანხორციელებენ „უკრაინული მარენჰეიმის ხაზის“ (ავდეევკა–ბახმუტი–ულედარი) გარღვევას და სერიოზული პრობლემები აქვთ. ამ მიმართულებით გადაისროლეს „ვაგნერის“ დაჯგუფება, აფხაზი და ოსი სეპარატისტებისგან შემდგარი ფორმირებები, რომლებიც კერძო კომპანია „სპარტაკის“ რიგებში არიან გაერთიანებულნი. „სპარტაკს“ რუსი ოლიგარქები აფინანსებენ  და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს  ბაზაზეა შექმნილი. როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, შეაკავონ რუსები და თან ძალას იკრეფენ, რომ კონტრშეტევაზე გადავიდნენ და „მარენჰეიმის ხაზი“ დაიცვან. ეს ხაზია გრავიტაციის მთავარი ცენტრი ფრონტის ამ მონაკვეთზე. მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთ–ფინეთის 1940 წლის ომის დროს, მარენჰეიმის ხაზი უკვე აგებული იყო,  1927–1939 წლებში ააგეს  ფინელებმა 135 კილომეტრი სიგრძისა და 95 კილომეტრი სიღრმის თავდაცვის  სამ ეშელოიანი ზღუდე,  გენერალ გუსტავ მარენჰეიმის ბრძნებით.  მისი გარღვევა საბჭოთა კავშირს  დაუჯდა 220 000 ჯარისკაცის სიცოცხლე. მარენჰეიმის ხაზის გარღვევის მერე, ომმა აზრი დაკარგა და 1940 წლის 12 მარტს, ფინეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.  რუსეთმა ფინეთს სიღმეში 120  კილომეტრით შეიწია, მიიტაცა  მისი ტერიტორია და გაზრდა ლენინგრადიდან ფინეთამდე საზღვარი.  პრინციპში, ეს იყო რუსეთის გეგმა–მინიმუმი. უკრაინაში არსებული ვითარება  არ არის  ფინეთის ომის რელევანტური,  მაგრამ სპეციფიკა და ტიპოლოგია იდენტურია. განსხვავება ის არის, რომ თუ ფინეთი დაეცა მარენჰეიმის ხაზის გარღვევის მერე და უკრაიანაშიც იგივე თუ მოხდა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს. მას აქვს ოპერატიული სიღრმე,  შეუძლია, იზრუნოს ახალი, მესამე  თავდაცვის ხაზის გამყარებაზე და თუ ისიც დაეცა, მაშინ იქ არის დნეპრის რეგიონი, მიკოლაევი და ამ მიმართულებით გამოფიტოს რუსეთის შეირაღებული ძალები.

– ერთი რამ ვერ გავიგე – „მარენჰეიმის ხაზს“ თუ ასეთი დიდი  სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბახმუტს კინაღამ ალყა შემოარტყეს რუსეთის ჯარებმა,  უკრაინის ხელისუფლებას ჯერ  რატომ  გამოყავდა ბახმუტიდან ჯარები და რატომ აპირებდა ქალაქის ჩაბარებას?  ბოლოს კი, რატომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება?

– უკრაინის სამხედრო–პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების  მთავარსარდალი, ვალერი  ზალუჟნი აპირებდა ბახმუტიდან ჯარების გამოყვანას და თავდაცვის მესამე ზღუდის შექმნას. სახმელეთო ჯარების სარდალი  ალექსანდრე სირსკი, სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი და უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი შეეწინააღმდეგნენ ზალუჟნის,  ოპერატიულ–ტაქტიკურ ძალების მეთაურებს, რომლებიც ასევე ბახმუტის ჩაბარებას მოითხოვდნენ. ამ ხალხის არგუმენტი ის იყო, რომ ბახმუტის შესანარჩუნებლად, უკრაინას უდიდესი ცოცხალი ძალის გაღება მოუწევდა. საბოლოოდ, სამხედრო საბჭო შეიკრიბა და მაშინ  გადაწყდა, რომ უკრაინას ბახმუტი და შესაბამისად, „მარენჰეიმის ხაზი“ არ დაეთმო და მის შესანარჩუნებლად ბოლომდე ებრძოლა.  ბახმუტში ზელენსკის ჩასვლის, უკრაინელი მეომრების გამხნევების  მერე, უკვე ცხადი გახდა, რომ ამ ქალაქს უკრაინა არ დათმობს და ბოლომდე იბრძოლებენ.

უკრაინელებმა მოახდინეს მობილიზაცია,  ბახმუტის მიმართულებით დამატებითი ძალების გადასროლა და ახლა მიმდინარეობს  პოზიციური ბრძოლები. როგორც ჩანს, ორივე მხარე ემზადება ახალი, ფრთომასშტაბიანი შეტევებისთვის. ბუნებრივი პირობები უმჯობესდება, სადღაც  ორ კვირაში ტალახი აღარ იქნება. თანაც, რუსეთში 1–ელ აპრილს იწყება მობილიზაციის მეორე ტალღა, 400 000 ადამიანის გაწვევა მოხდება.

– გასაგებია, რომ რუსეთი „მარენჰეიმის ხაზის“ გარღვევას ეცდება და კიდევ რომელი მიმართულებებით შეიძლება განახორციელოს შეტევები?

– რუსები განსაზღვრავენ და მათთვის ყველაზე საფრთხის შემცველ  რეგიონებს შეუტევენ. უნდა აღვნიშნო, რომ უკრაინელებმა, სახმელეთო და საზღვაო „დრონების“ მეშვეობით, რუსებს გაუნადგურეს ყირიმში, ჯანკოიში მდებარე სამხედრო ბაზა, სადაც განთავსებული იყო „კალიბრის“ ტიპის ჰიპერბგერითი  ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტები. ფაქტიურად,“კალიბრის“  ეშელონები გაუნადგურეს, რაც უდიდესი ზარალია რუსეთისთვის. რაც შეხება რუსეთის შეტევების სავარაუდო მიმართულებებს,  რუსები დაარტყამენ ზაპიროჟიეს. ამით ეცდებიან, დარტმის სიმძიმე ააცილონ ყირიმს, რადგან ყირიმი უკვე მოხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების  დარტყმის ზონაში და ეს ჯანკოის ოპერაციამაც დაადასტურა. თუ უკრაინელებმა მოახდინეს მობილიზაცია და ზაპოროჟიედან და ხერსონიდან სამხრეთით, პირდაპირ გადიან ყირიმზე.  ამით, შეიძლება რუსეთს სერიოზული პრობლემები შექმნას ყირიმში, როგორც ეს ხერსონში მოხდა. ასევე, რუსები  ძალებს მოიკრეფენ, რომ გაარღვიონ „მარენჰეიმის ხაზი“ და დონეცკისა და ლუგანსკის სრული ოკუპაცია მოახდინონ. ეს მათ მისცემს საშუალებას, შემდეგ უკვე  ძალები გადაისროლონ ხარკოვის, დნეპრისა და მიკოლაევის მიმართულებით, ანუ სამი მიმართულებით გავლენ ოპერატიულ სივრცეზე.  რუსეთისთვის გეოსტრატეგიული ამოცანაა ზაპორიჟიესა და დონბასის მიმართულებით წარმატებული შეტევები.

– პუტინის მარიუპოლში ჩასვლას რა დატვირთვა ჰქონდა? ბევრი ამბობ, ეს იყო დაგვიანებული პასუხი ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლაზე. თუმცა, ბაიდენი ჩავიდა ომში სხვა ქვეყნის დედაქალაქში, პუტინი კი იმ ქალაქში, რომელიც რუსეთი თავისაც მიიჩნევს და საკუთარ ტერიტორიად აღიარა  პუტინმა?

– პუტინის მარიუპოლში ჩასვლაზე, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია  ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ, რომელმაც  გასცა პუტინის დაპატიმრების სანქცია.  ტრიბუნალმა დაპატიმრების სანქცია გასცა ბავ­შვთა საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სრულუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვას წი­ნა­აღ­მდე­გაც. ცხადია, ამით შეურაცხყოფილი დარჩა პუტინი. მარიუპოლში მის ჩასვლასთან დაკავშირებით, არა ერთმა  პოლიტიკოსმა და ექსპერტმა განაცხადა, რომ პუტინის ჩასვლა მარიუპოლში იმის დემონსტრირება იყო, რომ მას არც ჰააგის ტრიბუნალისა  არ ეშინია და  საერთოდ, არც დასავლეთისა.  გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში არის. პრინციპში, ეს პუტინის  პიარი იყო, ეს იყო მისი ჩასვლის მთავარი მიზანი. 123 ქვეყანა, რომელიც შეერთებულია რომის სტატუტს, ვალდებულები არიან, დააპატიმრონ ორივე მათგანი, თუ მათ იურისდიქციაში მოხვდებიან. უბრალოდ, რომ ვთქვათ, მათ მიწაზე თუ დადგამენ ფეხს, ვალდებულნი არიან  დააპატიმრონ. რომის სტატუტს საქართველოც შეერთებულია. პუტინი აფხაზეთის ან  „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჩავიდა, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დააპატიმროს პუტინი და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. ეს ისე, ჰიპოთეტურად, თორემ რის გადამცემები არიან, კი ვიცით. თუმცა, მთლიანობაში, ეს იყო უფრო პოლიტიკური აქტი,რომლითაც პუტინს ღირსება, გარკვეულწილად   შეულახეს. თუმცა, მეორე მიზანიც ჰქონდა პუტინის ჩასვლას მარიუპოლში. ადგილზე გაეცნო საბრძოლო ვითარებას და შეარიგა, „ვაგნერის“ დაჯგუფებისა და რუსეთის შიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა. მათი დაპირისპირება უკვე ისე შორს იყო წასული, რომ ფრონტის ხაზზეც  კი იგრძნობოდა.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved