• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:11 11-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

ეს არის ავაზაკური რეკეტი ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამბობს შალვა პაპუაშვილი:

,,გავიმეორებ ადვოკატების შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა დღისით მზისით, შუაგულ ევროპაში, იმ ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომლებიც ასე ამაყობენ ხოლმე მათი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, კანონისადმი განსაკუთრებული მორჩილებით, ეს ყველაფერი ჩამოიშალა იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ამ სასამართლო პროცესს ვაკვირდებით. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არც იქაური ეროვნული ცენტრალური ბანკების რეგულაციები არ მუშაობს, არც სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არ მუშაობს, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები არ მუშაობს. თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს არის ნათელი დასტური, რომ იყო პირდაპირი პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ და წლების განმავლობაში, ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობენ.

ეს არის ფაქტი, რომ დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით მზისით, ყველას თვალწინ, ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მეორე საკითხი არის ის, რომ თუკი არის პოლიტიკური მიზანი, სანამ არ გააცნობიერებენ, რომ ზეწოლის ამ პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველა შეეცდება სხვადასხვა ბერკეტი გამოიყენოს, მათ შორის სანქციაა ასევე დამზღვევი ბერკეტი. ეს თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი ავტოკალმის ადმინისტრაციას ეძახის და რომელიც სხვისი ხელით იმართებოდა, თავისი ნებით არ მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილისთვის, მათ შორის უშუალო მითითებით, რომ ამ კონკრეტულ თანხას ეხება ეს ყველაფერი. მაშინაც კი თუ დადასტურდება, რომ ეს ავაზაკობა იყო ევროპის კონტინენტზე, რაიმენაირად შეეზღუდათ წვდომა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, იყო კიდევაც განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, მანამ, სანამ არ გადაიაზრებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რომ ამ წვდომას უზრუნველყოფენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved