• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს იყო პატაკი ივანიშვილს, დანაშაულის დაფარვის მცდელობა – ლაშა ფარულავა სუს-ის ბრიფინგზე

ალია ავტორი - ალია
17:52 12-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

„ბიბისიმ“ საკუთარი საგამოძიებო სიუჟეტი კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მოამზადა, სუს-ის ბრიფინგით არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, არც მიღება-ჩაბარების აქტი, არც კონტრაქტორი კომპანია, არც ებრაული კომპანია, რაზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის მიერ მხოლოდ 4-5 დეკემბრის მოვლენებზე საუბარი და ამით ყველა დანაშაულებრივი პროცესის დაფარვა, მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა მიმდინარეობს ე.წ. სამართლებრივი საგამოძიებო პროცესი ივანიშვილის და მისი რეჟიმის დანაშაულების დასაფარად.

„ცხადია, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ვერ პოულობენ საქართველოში სიმართლეს, მას საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში აუცილებლად იპოვნიან. ეს არის დანაშაულის დაფარვის მცდელობა, ეს იყო პატაკი ივანიშვილს. მდინარაძე ამით ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ ეუბნება, რომ სიმართლეს საქართველოში ვერ იპოვნიან. ასევე, არსებობს მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომელიც მედიის შეზღუდვას ისახავდა მიზნად და იქ არის ჩანაწერი, რომ „ბიბისის“ სტანდარტით ხელმძღვანელობდნენ და ახლა „ბიბისი“ მტრად გამოაცხადეს. ცხადია, თუ ჩვენი თანამოაქალაქეები სიმართლეს საქართველოში ვერ მიაღწევენ, ამას აუცილებლად მიაღწევენ საერთაშორისო საგამოძიებო პროცედურების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოძიება იქნება სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყების  გამოძიებით დადგინდა, 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ის განცხადებით, შსს-ს ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ არასდროს შეუძენია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved