• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“…ეს იყო კობას ოცნება” – კობა დავითაშვილის მეუღლე პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე

ალია ავტორი - ალია
21:09 12-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

პო­ლი­ტი­კო­სი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 49 წლის ასაკ­ში, 2 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. და­ვი­თაშ­ვი­ლი ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გახ­ლდათ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და, თუმ­ცა რო­გორც მე­უღ­ლე, ინგა ბი­წა­ძე გვიყ­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო…

პო­ლი­ტი­კოსს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი აუხ­და და სო­ფელ ნი­აბ­ში 2006 წელს თა­ვი­სი­ვე აღ­დგე­ნი­ლი ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. რო­გორ ცხოვ­რობ­და ბოლო თვე­ე­ბი, რა გახ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზი, AMBEBI.GE-ს პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ინგა ბი­წა­ძე ესა­უბ­რა:

– კობა ზა­ფხულ­ში გახ­და ცუ­დად, სუს­ტად იყო, ოთახ­ში საჭ­მელს რომ შე­ვუ­ტან­დი ჭამა ავი­წყდე­ბო­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, კობა, გა­ცივ­დე­ბა და გემ­რი­ე­ლი აღარ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ერთ დღეს, გა­თე­ნე­ბას, ბავ­შვმა გა­მაღ­ვი­ძა, მა­მას მუ­ცე­ლი სტკი­ვაო. სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხე, უთხრეს, ბა­ტო­ნო კობა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­გიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ არ გაყ­ვა, სახ­ლში გა­მი­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რიო, სი­ა­რუ­ლი უჭირ­და. მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თე, ანა­ლი­ზე­ბი, ექოს­კო­პია, რენტგე­ნი, მი­თხრეს, ნორ­მა­ლუ­რად არის, არ­ცერ­თი ორ­გა­ნო არ არის მუ­ცელ­ში გა­ხეთ­ქი­ლიო.

მაგ­რამ სუს­ტად იყო, ხა­ლი­სი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. ამის შემ­დეგ კარ­გა ხანი გა­ვი­და, თით­ქმის ორი თვე და სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბრმა­ნაწ­ლა­ვი ჰქონ­და გა­ხეთ­ქი­ლი და ეს მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა. ამ დროს უკვე რამ­დე­ნი ხნის გა­ხეთ­ქი­ლი იყო, არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სახ­ლში რომ მო­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და, კი­ბე­ზე ძლივს ამო­ვი­და. ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და და ასე გაგ­რძელ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, თით­ქმის ვე­ღარ ჭამ­და საჭ­მელს.

– მის მე­გობ­რებს თუ მი­მარ­თეთ, თუნ­დაც სა­ზღვარ­გა­რეთ რომ წა­გეყ­ვა­ნათ?

– არა, არ მი­ფიქ­რია ამა­ზე, რად­გან ად­რეც და­ე­მარ­თა და­ახ­ლო­ე­ბით ასე, ოთხი თვე ლო­გი­ნად იყო და შემ­დეგ წა­მო­ვა­ყე­ნე. არ მე­გო­ნა, რომ რამე სა­გან­გა­შო იყო, ახლა ვხვდე­ბი… თან ყვე­ლა­ფერ­ზე მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, არც ექი­მის გა­გო­ნე­ბა უნ­დო­და, არც გა­დას­ხმის. ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე პრობ­ლე­მა ჰქონ­და, და­ი­ღა­ლა ძა­ლი­ან. თან სახ­ლში მოს­წონ­და, ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლას გვე­ფე­რე­ბო­და. ბო­ლოს, ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ათი წუთი გული გა­უ­ჩერ­და და ექი­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, ამას რო­გორ გა­უძ­ლოო.

– ვინ­მეს­თან შეხ­ვედ­რას ან სა­უ­ბარს თუ გთხოვ­დათ?

– ვე­კი­თხე­ბო­დი, ვის­თან გინ­და შეხ­ვედ­რა, სა­უ­ბა­რი-მეთ­ქი, არა­ვინ უნ­დო­და. ბო­ლოს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს და­უ­რე­კა, ხე­ლებს ვერ ვგრძნობ და რას მირ­ჩე­ვო, ფიქ­რობ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა ხერ­ხემ­ლი­დან მო­დი­ო­და. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად რომ გახ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. მარ­თლა ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

– თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს…

– დიახ, კობა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ და­საფ­ლა­ვე­ბას ვე­ღარ მო­უს­წრო, იმ დღე­ებ­ში შე­იც­ვა­ლა კა­ნო­ნი, რომ უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს კა­რან­ტინ­ში აღარ უშ­ვებ­დნენ.

იმ­დე­ნად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და კო­ბას­თან, რომ მის გამო, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი და რო­გორ ვერ მივ­ხვდი, რომ ბო­ლოს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ექი­მე­ბი მამ­შვი­დებ­დნენ, ნუ იდა­ნა­შა­უ­ლებ თავს, ჩვენც ვერ მივ­ხვდე­თო. კო­ბას დედ-მამა ცო­ცხა­ლი ჰყავს, მა­მამ­თი­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფია, უძ­ლებს რო­გორ­ღაც. ბავ­შვებ­თან ვერ ვტი­რი, არ მაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას, თვა­ლებ­ში მი­ყუ­რე­ბენ, ვერ იტა­ნენ ჩემს ტი­რილს, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ გავ­ჩუმ­დე.

– მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა და­დე­ბი­თად იხ­სე­ნებ­და…

– კა­ცის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა, რო­დე­საც სხვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თა­ვის თავს ვერ უვ­ლი­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ერი­დე­ბო­და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. ბო­ლოს ორი წლის წინ გა­აპ­რო­ტეს­ტა მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია, ალ­ბათ ინ­ფარ­ქტიც მაგ დროს გა­და­ი­ტა­ნა, იმ­დე­ნად ნერ­ვი­უ­ლობ­და, არ ვიცი, რის ფა­სად უჯ­დე­ბო­და ყვე­ლა აქ­ტი­უ­რო­ბა. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, არას­რულ­ფა­სოვ­ნად თვლი­და თავს. სახ­ლში სულ ჩემი მო­სავ­ლე­ლი იყო და ერთი წუ­თი­თაც არ შე­გუ­ე­ბია ამას. ვერ პა­ტი­ობ­და სა­კუ­თარ თავს, ძა­ლი­ან თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო. სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­და, მაგ­რამ რა მა­გი­სი ბრა­ლი იყო.

– ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და შე­იძ­ლე­ბო­და ეს გამ­ხდა­რი­ყო მი­ზე­ზი მისი ასე დამ­ძი­მე­ბის?

– ამ და­ა­ვა­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა დიდ­ხანს იცხოვ­როს, 20 წელი მა­ინც უნდა ეცო­ცხლა. 7 ნო­ემ­ბერს კობა თავ­შიც სცე­მეს, ხომ არ ვიცი, ამან რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ორ­გა­ნიზ­მზე. შე­იძ­ლე­ბო­და ეს და­ა­ვა­დე­ბა 70 წლის ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნო­და და არა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბი­თაც იცხოვ­რებ­და, რომ არა ავად­მყო­ფო­ბე­ბი. მახ­სოვს, 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ნა­ცე­მი კობა გო­რი­დან რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, კარ­ში გა­ვუ­კე­თეთ შრა­ტი, რად­გან ტა­ლა­ხი­ა­ნი თავი ჰქონ­და გა­კე­რი­ლი. თავი რომ დავ­ბა­ნე სის­ხლი­თა და ტა­ლა­ხით გა­ივ­სო აბა­ზა­ნა. სულ აქ­ტი­უ­რობ­და, ცდი­ლობ­და რამე შე­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.

– ინგა, რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა, რა შე­მო­სა­ვა­ლი გაქვთ, თქვენ აღარ მუ­შა­ობთ…

– უფ­რო­სი შვი­ლი ახლა და­ი­წყებს სამ­სა­ხურს, მე­ო­რე მუ­შა­ობს და თან სწავ­ლობს, იქ­ნებ მე­სა­მეც ამუ­შავ­დეს, პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად. მე­ო­თხე და მე­ხუ­თე შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან. ვი­საც შე­უძ­ლია ახ­ლობ­ლებს ყვე­ლა მხარ­ში მიდ­გას. მა­ღა­ზია „ბე­ლუქსმა“ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ 1500 ლარი ჩა­მი­რი­ცხა, ასე­ვე ყო­ველ­თვე ჩა­მი­რი­ცხა­ვენ 500 ლარს. დი­დუ­ბის გამ­გე­ო­ბამ ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ხარ­ჯე­ბი და­მი­ფა­რეს. კობა თა­ვა­დაც ყვე­ლას მად­ლი­ე­რი იყო და მეც ასე ვარ. მე აღარ ვმუ­შა­ობ, ამ წუ­თას ამა­ზე ვერც ვფიქ­რობ, ჩემი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ღას უნდა სამ­სა­ხურ­ში…

რაც დრო გა­დის კო­ბას და­კარ­გვა უფრო მი­ჭირს. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში რომ იყო ათი დღე, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და იმე­დი მქონ­და გა­დარ­ჩე­ბო­და. არც და­მიშ­ვია რომ ვე­ღარ ვნა­ხავ­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, კობა, ადრე იმი­ტომ გე­ჩხუ­ბე­ბო­დი, რომ მე­გო­ნა შე­გეძ­ლო რა­ღაც შე­გეც­ვა­ლა-მეთ­ქი და ახლა ვხვდე­ბი რომ არ შეგ­ძლე­ბია, ნუ გე­ში­ნია, არა­ფერს არ გა­მად­ლი-მეთ­ქი. ჩხუ­ბი­სას მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი შვი­ლი მაკ­ლია, ერთი კი­დევ უნდა გა­გე­ჩი­ნაო. აღარ შე­მიძ­ლია, ოღონდ კარ­გად იყა­ვი და კი­დევ გა­გი­ჩენ ერთ შვილს-მეთ­ქი.

– სად დაკ­რძა­ლეთ?

– კას­პის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ნი­აბ­ში, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, რო­მე­ლიც 2006 წელს თა­ვად აღად­გი­ნა. ერთხელ სა­უბ­რი­სას ხუმ­რო­ბით თქვა, ჩემი სკო­ლის გვერ­დზე, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მინ­და და­საფ­ლა­ვე­ბაო. ვუ­თხა­რი, მგო­ნი და­ხუ­რუ­ლია და მა­ხა­თა­ზე მიჰ­ყავთ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, არ გინ­და, ნი­აბ­ში-მეთ­ქი. ეკ­ლე­სი­ა­ში ვინ და­მა­საფ­ლა­ვებს თორ­მე დიდი პა­ტი­ვი­აო. დიახ, იმ ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და­ვა­საფ­ლა­ვეთ კობა. ეს იყო კო­ბას ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხუმ­რო­ბის დროს თქვა და მა­ში­ნაც არ მი­ფიქ­რია, რომ ასე მალე დას­ჭირ­დე­ბო­და… ისე მე­ნა­ნე­ბა ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აღარ ვიცი, რა ვქნა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved