• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია“ – გიორგი კეკელლიძე

ალია ავტორი - ალია
18:03 02-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
935

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ბავშვობიდან ასე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, ერქვა ,,მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და ფეხბურთელი ერთი სიდიადით იყურებოდნენ თაროებიდან. აკი თვითონ თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცმა, ისე უცნაურად იცხოვრა, არავინ იცის, სად გაამწესეს, მაგრამ ასე მგონია, უფალი აუცილებლად შეხვდებოდა და იმ ხელზე ერთხელ მაინც ჩამოართმევდა ხელს. რადგან ფეხბურთი, როგორც ყველაფერი ჯადოსნური, რაც ადამიანთა მოსაწყენ მოდგმას შეუქმნია, ღვთისგან მგონია. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მით უფრო მაშინ, როცა ეს პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირის გულგვამში ისე გამომწყვდეულიყო, როგორც რომ გველეშაპის მუცელში ბიბლიური იონა და წითელი ხელი დაუნდობლად ახრჩობდა, ღმერთმა მაშველ რგოლად პაიჭაძე და იამანიძე, მესხი და მეტრეველი, ხურცილავა და ძოძუაშვილი, ყიფიანი და ჩივაძე, გუცაევი და დარასელია გადმოუგდო.
ძალიან ძნელია ალბათ ამის ახლა გაგება, მაგრამ მაშინდელ მათემატიკაში ფეხბურთი უდრიდა ომს, სიყვარულს, პოეზიას, სქელტანიან რომანს და მოულოდნელ ნოველას, სიმღერას და ცეკვას, დამოუკიდებლობას და სიამაყეს გამრავლებულს ათასზე. ადამიანები მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდნენ, მთვარის ამოსვლამდე ბილეთების რიგში იდგნენ, რომ შვიდდღიანი საბჭოთა უღიმღამო ყოფის მერე, თავისუფლების ოთცმოხდაათწუთიან ოთახში შეებიჯებინათ. ასე ყოფილა, ხან პირწავარდნილი გადამყიდველებიც კი გადაიფიქრებდნენ ბილეთის გასხვისებას და თამაშზე ამოყოფდნენ თავს. ამ ყველაფერს ერქვა დინამო, მაშინდელი სახელდაურქმეველი ეროვნული ნაკრები.
მთელი ბავშვობა წარმოვიდგენდი წიგნში წაკითხულს, თუ როგორ გადაიწერა გაბელიამ პირჯვარი ღმერთგადამალული საბჭოთა კავშირის თასის ფინალში გადამწყვეტი პენალტის წინ. წარმოდგენები მერე გენახათ.
ჩემი ბავშვობა. საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ ნანგრევებში მოყოლილი ოთხმოცდაათიანები, უშუქობით და შიმშილით, ომებით და ყაჩაღობით, უიმედობით და უიღბლობით ჭერჩამოქცეული, მხოლოდ ფეხბურთით თუ სუნთქავდა – ცხადაძე, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, ძლივს დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ ციცქნა ტელევიზორიდან გვესმოდა ეს მაგიური გვარები მთელ სამეზობლოს და ერთმანეთს ვაჩუმებდით, წამიერი კადრი რომ არ გამოგვპარვოდა თამაშიდან. პარასკეობით, მატარებელს გაზეთ ,,სარბიელის” მთელი კვირის ნომრები ჩამოჰქონდა და სადგურზე ვხვდებოდით ნაცნობ გამცილებელს ათიოდე ბიჭი, ვინაწილებდით, ერთმანეთს ვუცვლიდით და ასე ფურცლიდან წაკითხულს, ძილის წინ წარმოვიდგენდით დიდ სტადიონებს და აღწერილ გოლებს. ეს იყო ჩვენი სიზმარიც და ცხადიც.
ეს იყო ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved