• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთს უფლება აქვს, ჩაერიოს საქართველოში გაყინულ 30-წლიან კონფლიქტებში” – ზაალ კასრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:10 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“სამომავლოდ თურქეთს მორალური უფლება აქვს, ჩაერიოს სამშვიდობო პროცესებში, რომელიც საქართველოში გაყინულ, დაკონსერვებულ 30-წლიან კონფლიქტებს, ასევე, უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ,  ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ქართულ მედიას სერიოზული თემებისთვის არ სცალია, აშუქებს მორიგ ცანცარს, რომელიც ჩვენთვის დამახასიათებელია არჩევნების დროს, არჩევნების წინ და შემდეგ. პერიოდულად მთელი ერი ვცანცარებთ 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მაშინ, როცა გლობალურად, მსოფლიოში და რეგიონშიც ჩვენ გარშემო საქართველოსა და ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის პროცესები ვითარდება.
მინდა, შევეხო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. სომხეთში მოსახლეობის უმრავლესობამ და ჟურნალისტებმა ეს სამშვიდობო აქტი კაპიტუალციად მონათლეს. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს და ვთვლით, რომ ეს არ იყო კაპიტულაცია, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა.

ვფიქრობთ, რეგიონშიც უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. რუსეთის პოლიტკურმა ხელმძღვანლობამ კავკასიაში ახალი მოთამაშის ინტერესების შემოსვლა დაუშვა და გაითვალისწინა მისი მოსაზრება. საქმე ეხება თურქეთს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ თურქეთს მორალური უფლება აქვს, ჩაერიოს სამშვიდობო პროცესებში, რომელიც საქართველოში გაყინულ, დაკონსერვებულ 30-წლიან კონფლიქტებს, ასევე, უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამის ნათელი მაგალითია ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა. ამის პროგნოზირებადი პროცესია ერდოღანის პოლიტიკური განცხადება, როცა თქვა, რომ ყირიმი ყოველთვის იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ერდოღანმა თავის დროზე, ყარაბაღის მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე ბაქოში გააკეთა განცხადება, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესებია მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად დაასახელა ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი და ყირიმი. ყირიმთან დაკავშირებით უკვე შედგა ზელენსკისთან შეხვედრა. რამდენადაც ვიცით, მონახაზები არსებობს.

ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს ყარაბაღის დათმობა ძალიან უნდოდა. თურქეთის აქტიურობამ, დასავლეთის სანქციებმა აიძულა, დაეთმო პოზიცია. მან დათმო ის, რასაც დაათმობინებდნენ.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, კარგი იქნება, თუ ცანცარს თავს დავანებებთ. საქართველოს შეუძლია, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენოს.


აზერბაიჯანი წლებია, ამისთვის ემზადებოდა. საკმაოდ კვალიფიციურად მომზადებულა, მას წინააღმდეგობა გაუწია რუსულმა იარაღმა, მაგრამ ვერ გააჩერა. ამას დაემატა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, არცერთმა ქვეყანამ სომხეთს მხარი არ დაუჭირა ამ პროცესებში.


რუსეთმა იქ სამშვიდობოები იმიტომ შეიყვანა, რომ აზერბაიჯანი არ გადავიდეს სოხეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ლაჩინის კორიდორს, 30 წელია, აზერბაიჯანი ითხოვს, რომ სამშვიდობოებმა გააკონტროლონ. რუსეთი იყო იქ. თუ ვინმე შევიდა, ესაა თურქეთი, რუსეთის ინტერესების საპირწონედ. რუსეთი კი ამას დათანხმდა. დათმო პოზიციები“

თეგები: ზაალ კასრელიშვილითურქეთირუსეთიყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved