• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა წაიკითხოთ, ვინც ჩვენს თაობას მონებს და გოიმებს ეძახით…“ – დავით ოქიტაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:20 09-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა წაიკითხოთ, ვინც ჩვენს თაობას მონებს და გოიმებს ეძახით, ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ალბათ გგონიათ, რომ სანამ ევროკავშირის დროშებს ააფრიალებდით ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობდით!?

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მაგ “მონობის” დროს ჰყვაოდა ხელოვნების ყველა დარგი – კინემატოგრაფია, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა..

ამ ერთ მუჭა ქვეყანას გვყავდა: ფიროსმანი, ახვლედიანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, მაგ “მონობის” დროს სუხიშვილებმა პირველად და უკანასკნელად იცეკვეს ლა-სკალაში, რადგან იქ მხოლოდ ბალეტი და ოპერა იდგმებოდა, მაშინ-14 -ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა‼️

რამაზ ჩხიკვაძემ ხელები ააწევინა ლონდონში გამართულ შექსპირის ფესტივალზე, პირველ ნომრად წოდებულ, შექსპირის როლების შემსრულებელს, ქუხდა ფეხბურთი, რეზო ლაღიძის “თბილისოს” მღეროდა 15 ქვეყანა და ნახევარზე მეტი ევროპა, “ბითლზის” მერე მსოფლიოში მეორე ანსამბლი “ორერა” იყო, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ჩვენი “ჩაკრულო” მაშინ გაუშვეს კოსმოსში, ჩვენმა 28 წლის ქირურგმა მოჭრილი ფეხები მიაკერა 6 წლის ლატვიელ გოგოს, მოსკოვში, ექიმთან რომ ჩადიოდი, აქეთ გაგზავნიდნენ: ჩემთან რატომ მოდიხართ, როცა თქვენ ასეთი ბრილიანტები გყავთ თბილისშიო: კოკაია, ბოკერია, ფიფია, იანი, ცინცაძე, ჩაჩავა, ჟორდანია, რომელი ერთი ჩამოვთვალო⁉️ახალი მოდა ზუსტად ორ კვირაში პარიზიდან პირველად თბილისში ჩამოდიოდა, ჩვენნაირ ჩაცმულ და გაპრანჭული ქალებს ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავდი, სამოდელო და ლიტერატურული სალონები ჩვენს ქალებს ჯერ კიდევ მე -19 საუკუნეში ჰქონდათ გახსნილი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების წერა ჯერ დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ ჩვენთან უკვე ითარგმნებოდა‼️

მაჩაბელმა შექსპირი რომ თარგმნა, რუსებს ჯერ არ ჰქონდათ ნათარგმნი, პირველად ბალანჩინმა გაუხსნა ამერიკას საბალეტო სკოლა, ჭაბუკიანის-ნაირად ვერც მაშინ და ვერც ეხლა ოტელო ვერავინ იცეკვა მსოფლიოში…

რომელი ერთი ჩამოვთვალო, მსოფლიო კულტურიდან თუ რამ ღირებული იქმნებოდა, პირველად საქართველოში შემოდიოდა‼️“ – წერს ოქიტაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved