• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს იგივეა, კაცს “გამოსირებული” (პარდონ!) უწოდო, მან კი გიპასუხოს, რა მშვენიერია, “სირი” ხომ ჩიტს ნიშნავსო” – ლევან ლორთქოფანიძე შალვა პაპუაშვილზე

ალია ავტორი - ალია
23:25 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე შალვა პაპუაშვილზე:

,,არ მინდა, რომ ოდესმე დაგვავიწყდეს. დავწერ და მომავლისთვის შემოვინახავ.

ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოების წინაშე ერთ-ერთ ყველაზე უწესო, ყველაფრის მკადრებელ ადამიანად წარმოჩნდა ბ-ნი შალვა პაპუაშვილი. მგონი, პარტიის ბრძანებით ჩვენი დახვრეტის განაჩენსაც აუნთებს მწვანე შუქს.

რა მაძლევს მკაცრი შეფასების საფუძველს?

⚫️ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარბშეუხრელად გააყალბა დახურულ კარს მიღმა ოთხი საგრეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. დიპლომატები იძულებულნი გახდნენ ეთქვათ, რომ პარლამეტის სპიკერი ჩვენს სიტყვებს ამახინჯებს და მსმენელებს ატყუებსო.

⚫️ კრიზისულ ვითარებაში, ევროპასა და საქართველოს შორის ხიდების მსხვრევის ეპოქაში თბილისში ჩამოდის ოთხი მეგობარი ქვეყნის საპარლამენტო ლიდერი. პარლამენტარები წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილისგან გადაურჩენიათ ქართველი ხალხი.

შალვა პაპუაშვილს მათთან შეხვედრის შეეშინდა. ისიც კი ვერ გაბედა, გამოსულიყო და პირდაპირ ეთქვა, რომ არ მსურს მათთან შეხვედრაო. მხოლოდ ის დასძინა, დრო არ მაქვსო. ვაქირში იყო ეტყობა მოსათოხნად წასასვლელი.

როდესაც ევროპელი საპარლამენტო ლიდერები ქვეყნიდან წავიდნენ, როდესაც ისინი შორს დაიგულა, მხოლოდ ამის შემდეგ შეეხმიანა ერთ-ერთ მათგანს ტელევიზიებიდან და “ტაკიმასხრა” უწოდა.

ეს ის შალვა პაპუაშვილია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ უზბეკეთის დიქტატორული რეჟიმის ოლიი მაჟლისის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან 10 წუთიანი შეხვედრისთვის ცხრა მთა გადაიარა.

⚫️ შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, საიდან იცით, რომ დასავლეთი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებსო. პარლამენტის მეთაურმა უპასუხა, შემთხვევით გავიგე “ფეისბუკიდანო”.

იმდენად ყალბია, ისიც კი ვერ თქვა, წყარომ მოგვაწოდა ცნობებიო.

⚫️ პოლიციელებმა მიზანმიმართულად დაასისხლიანეს პარლამენტარი, გამეტებით, სასტიკად სცემეს ოპოზიციონერს. ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტის სერიოზული თავმჯდომარე კოლეგის პარტიული კუთვნილების მიუხედავად უმკაცრესად გააკრიტიკებდა სამართალდამცავ უწყებებს და დაუყოვნებლივ მოითხოვდა დამნაშავეთა დასჯას. შალვა პაპუაშვილმა კი კბილებჩამტვრეულ, დაკოჭლებულ, სახედალურჯებულ დეპუტატზე თქვა, დაზიანებები მიუღია, რა სამწუხაროა, ზეგ მოვიკითხავ მაგ ამბავსო. აქციების დროს შსს-ის მოქმედებებს კი სანიმუშო უწოდა.

⚫️ ბ-ნი პაპუაშვილი 15 წელი მუშაობდა სამოქალაქო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. თავისი წარსულის შესახებ მსჯელობისას მან აღნიშნა, დიახ! მე უცხო ძალის ინტერესების გამტარი ვიყავი და რა უჭირსო. მაშასადამე, თქვენც უნდა გიხაროდეთ, ამ არაჩვეულებრივი წოდების მინიჭებაო.

ეს იგივეა, კაცს “გამოსირებული” (პარდონ!) უწოდო, მან კი გიპასუხოს, რა მშვენიერია, “სირი” ხომ ჩიტს ნიშნავსო.

—

დანარჩენი მარგალიტები თქვენ მოაგროვეთ.

ფაქტია, რომ სავარძელს, რომელსაც ზვიადი, ედუარდი, ჟვანია, ძვირფასი კაკო ასათიანი იკავებდნენ, დღეს არასერიოზულ, არაფრიდან მოსულ და არაფრად ქცეულ, ყველაფერზე ხელისმომწერ ვიღაცას უპყრია. არ შეიძლება ანონიმური, სამოქალაქო პოზიციის არმქონე კონფორმისტების, კლერკების პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩევა.

შალვა პაპუაშვილის წვლილი ამ ქვეყნის დაქცევის საქმეში გათვალისწინებული იქნება.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძეშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved