მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ. პენის თქმით, ამ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გადაადნობს.
მსახიობის თქმით, თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს “ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება”.
“თუ ასე მოხდება, ყველა ჩართულ ადამიანს მოვუწოდებ, რომ მართალია ეს შესაძლოა მათი მომენტი იყოს, მათი ფილმების აღნიშვნის დრო, ეს მესმის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მომენტი როცა შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ და აკადემიის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადონ. [..] მე თვითონ, თუ აქამდე მივა საქმე, როცა დავბრუნდები, ჩემს [ოსკარს] საჯაროდ გადავადნობ” – თქვა პენმა.
2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება. უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი. მანამდე ცერემონიის თანაწამყვანმა, ემი შუმერმა აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ზელენსკის მიწვევის საკითხი წამოაყენა.
კომენტარები