• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს გაერთიანება (გახარია-ლელო), თუ იგი საბოლოოდ შედგა, იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატივა ბოლო თორმეტი წლის მანძილზე“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:23 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,808

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი:

„ერთის მხრივ გახარიას პარტიის და მეორეს მხრივ ლელოს (თავისი მოკავშირეებით) გაერთიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, არის არსებულ სიტუაციაში არა უბრალოდ სწორი გადაწყვეტილება, არამედ გადაწყვეტილება, რომელმაც თავისუფლად შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებაში.
ქვემოთ შევეცდები მოკლედ დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე. თუმცა მთლად მოკლედ თქმა ალბათ არ გამომივა თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
კერძოდ, ამგვარი გაერთიანების შედეგად მოხდება:
ა) “არც ნაცი არც ქოცი” ამომრჩევლის კონსოლიდაცია და სინერგია. ცხადია, არსებობს გახარიას ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა ლელო და ლელოს ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გახარია, მაგრამ გაცილებით მეტია ისეთი, ვინც ამ ტაქტიკურ ერთობას დადებითად უყურებს და თუ მანამდე არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას, ამ გაერთიანების ხმის მისაცემად აუცილებლად წავა.
წავა არა იმიტომ, რომ თავისთავად აღფრთოვანებულია რომელიმე ლიდერით, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სალომე-ხაზარაძე-გახარიას ტრიუმვირატი იმთავითვე კრეფს ორნიშნა რეიტინგს და დიდი შანსია საერთოდ ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება აღმოჩნდეს.
ბ) ამგვარი ძლიერი გაერთიანება ფაქტობრივად ანგრევს სახელისუფლო პროპაგანდის ორ მთავარ თეზისს. ესენია “აბა ომი გინდათ?” და “აბა ნაცები გინდათ?”. პრინციპში ოპოზიციის ომის პარტიად წარმოჩენაც ეფუძნება იმ შიშს, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მოვა მიშა, გააღიზიანებს პუტინს და ის თავს დაგვესხმება. მიშა რომ ომის დამწყებია, ამის დაჯერება ქოც და მოქოცო ამომრჩეველს მარტივად შეუძლია, მაგრამ, გახარია დაიწყებს ომს ან ხაზარაძე იქნება ომის გამჩაღებელიო, ეს რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ მაინც არავინ დაიჯერებს, ისევე როგორც მათ ნაცობას. როდესაც არსებობს ნაცმოძრაობაზე არანაკლები რეიტინგის მქონე არანაცური პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლის დაშინება იმით, რომ ისევ მიშა და ნაცები მოვლენ, უკვე არაეფექტიანი ხდება და დიდწილად აღარ იმუშავებს.
გ) ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს არანაცური პარტიების გაერთიანება, არის თვისებრივად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე. ვფიქრობ ეს გააჩენს ახალი ტიპის ოპოზიციურ ამომრჩეველსაც და შესაძლოა ხელისუფლების იმ მომხრეების ნაწილიც მოიზიდოს, რომელიც ოცნებას ხმას აძლევენ, როგორც ნაცების არცთუ სასურველ, მაგრამ ერთადერთ ალტერნატივას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს გაერთიანება, თუ იგი საბოლოოდ შედგა, იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატივა ბოლო თორმეტი წლის მანძილზე. გამომდინარე ამ არჩევნების მნიშვნელობიდან, როცა არჩევანი ფაქტობრივად არის ქართულ სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ორღობეს შორის, მსგავსი ალტერნატივის გაჩენას სასიცოცხლო და ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს.“
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved