ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
,,ადრეც დავწერე და გავიმეორებ, ჩემი დაკვირვებით, ეს ე. წ. ერთობა იმისთვის “შეიქმნა”, რომ ოპოზიციის ნაგლეჯებიც კი აღიგავოს მიწისაგან პირისა.
ძაან უშნოდ მონდომებულები იყვნენ ციხიის კარიდანვე, ეს ლიდერები გაერთიანებისთვის, როცა იგივე ლიდერებისთვის ერთი წლის წინ, გაერთიანება იყო მკრეხელობა, მთელი თავისი ტყლარჭი ახსნა განმარტებებით.
დაგეგმა ქოცმა და ხორცი შეასხა უკვე “არანაცმა”.
იმ ხალხის ლოგიკური აზროვნება იმსახურებს განსაკუთრებულ “ პატივისცემას”, ნაცების “შიშხლიან”ცხა წელზე რომ გრძელ აბდაუბდა პოსტებს წერენ, როგორ იტანჯებოდნენ და ბოკერიას ადეპტები არიან.
ეს სკლეროზიანი სოკრატეები ესენი.
ვინც ამათ იმედად ხართ, ვწუხვარ თქვენი სავალალო მდგომარეობის გამო.
სინათლე მაშინ გამოჩნდება, როცა ქოცების მთავარი საყრდენი და მასხარები (“ნაციარავარ” და “ნაციქოციერთია” ) გადაშენდებიან პოლიტიკური ველიდან.
მაშინ, როცა ესენიც კი შეიგნებენ და აღიარებენ, რომ დიქტატურაზე გამარჯვება ბაბლის გემოვნებაზე, საღამოს სეირნობებზე და “ინწელექტუალურ” პოსტებზე არ გადის.
მერე, როცა ვინმეს გამარჯვების გზაზე დამდგარს დალანდავენ, ისე გაჰყვებიან, მაგათ “წმუკსაც” ვერ გაიგებთ.
მერე კი იცით, როგორც იქნება – წინა რიგებში წამოიჭიმებიან…“














კომენტარები